Archive for ნოემბერი, 2008

კრიტიკული დღეები ბლოგზე..

პრემენსტრუალური, ანუ წინამენსტრუალური სინდრომი : პმს-ი მენსტრუაციის დაწყებამდე 2-10 დღით ადრე ყველა ქალს აღენიშნება და ქრება პირველსავე დღეს ან დამთავრებისთანავე. ზოგს არანაირ დისკომფორტს უქმნის, სხვების ყოველდღიურობაში კი მნიშვნელოვანი კორექტივები შეაქვს, თან როგორი კორექტივები…დადგენილია, რომ ქალების მიერ ჩადენილი ძალადობისა და მაღაზიაში ქურდობის ფაქტების დიდი უმრავლესობა სწორედ ამ პერიოდში ხდება. ზოგ ქვეყანაში პმს-ი შემამსუბუქებელ გარემოებადაც კი ითვლება. სწორედ ამ სინდრომის გამო ხვდებიან ქალბატონები ხშირად საავადმყოფოში, კონსულტაციაზე ფსიქოთერაპევტებთად და ასტროლოგებთან, გაყრაზე სარჩელების რიცხვი  სწორედ ამ დროს იზრდება…ექიმები გამოყოფენ პრემენსტრუალური სინდრომის 150 სიმპტომს. რამოდენიმე კატეგორიად იყოფა ეს 150 სიმპტომი, მე მხოლოდ ერთ კატეგორიაზე გავამახვილებ ყურადღებას : ნერვულ–ფსიქიკური ( ხასიათდება სისუსტით, გულაჩუყებით, დეპრესიით ან, პირიქით, გაღიზიანებით.)
კრიტიკული დღეებისას, ალბათ ყველა ქალს უნატრია თითოჯერ- ნეტა კაცებს ჭირდეთ ეხლა ესო (თუნდაც მარტო ტკივილის გამო..გგგ..). ეს იმიტომ, რომ არ ესმით რატომ მოითხოვს ქალი მეტ ყურადღებას, რატომ ეჭვიანობს ზომაზე მეტად, რატომ ბრაზდება ადვილად და რატომ ეტირება. იმის მაგივრად, რომ სულ რამოდენიმე დღე აიტანონ მსგავსი სიმპტომები, არაფრად აგდებენ ზემოთხსენებულს და ცეცხლზე ნავთს ამატებენ. რაც, როგორც ზემოთ ვიხილეთ დადასტურებულია ფაქტით : გაყრაზე სარჩელების რიცხვი სწორედ ამ პერიოდში იზრდება. თუ უსაბაბო ეჭვიანობა-გაბრაზება-ტირილს ჩაენაცვლა საფუძვლის მქონე ეჭვიანობა-გაბრაზება-ტირილი , სულ რაღაც ერთი ნაბიჯია პირობითად “გაყრამდე” .
შეუძლებელია არ აღინიშნოს ეჭვიანობის სტადია. კონკრეტული სიტუაცია :
მესიჯის

მიწერიდან 5 წუთი- ნუ, ჯერ წერს მესიჯს
10 წუთი- … ლოდინის რეჟიმი
15 წუთი- ნეტა სად არის
20 წუთი- მეორე მესიჯი ტექსტით “სად ხარ”
30 წუთი- მღალატობს
40 წუთი- ტირილის დაწყების მცდელობა, რომელსაც ბრაზი ახშობს
41 წუთი- მესამე მესიჯი
42 წუთი- მეოთხე მესიჯი
45 წუთი- ვსო, აღარ ვუმესიჯებ, სადაც უნდა იქ წასულა.
50 წუთი- ისტერიკული ტირილი ” ყველაფერი დამთავრდა”
60 წუთი- პასუხი მესიჯზე- პირობითად – ” აქ ვარ”

“აქ ვარ“-ს გააჩნია თავის მხრივ, თუ პასუხი დამაკმაყოფილებელია ყველფერი მშვიდობიანად მთავრდება, თუ არა- 60 წუთი იწყება. და საერთოდაც, 60 წუთი რად უნდა პასუხის მოწერას :D აიტ :ვიკ:
გარდა ამისა, ვერ ხვდებიან რაზე შეიძლება იეჭვიანოს ქალმა. ეს ცალკე თემად შეგვიძლია ავიღოთ და აღვნიშნოთ, თუ რატომ არ არსებობს ქალსა და კაცს შორის მეგობრობა, რატომ არ უნდა ენდო ქალს და ა.შ.
ჩემი აგრესია, რა თქმა უნდა ყველა ქალზე არ ვრცელდება. მაგრამ კაცებს თავის მხრივ უნდა ესმოდეთ, რომ ქალები ვეჭვიანობთ არაუსაფუძვლოდ, რომ სულ ცოტა მიზეზიც გვკმარა და თუ მიზეზი ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი ჩანს, ჩვენ მეორედაც ვუყურებთ და არც თუ ისე უსაფუძვლოდ ვრწმუნდებით მიზეზის წყენიანობაში :D
მაშ ასე მეგობრებო , კრიტიკული დღეების დღეები იწყება ბლოგზე :ბის:

Hawau-Coktail..

დღეს კარადაში აღმოვაჩინე ერთი გერმანული ჩაი. შემადგენლობას რომ დავხედე, თვალებს არ დავუჯერე: ეგზოტიკური ხილი, ანანასი, ქოქოსი და ასკილი კიდე..დაილევა ცივ მდგომარეობაშიცო. ჩაის ქვია ჰავაი-კოქტეილი. გავხსენი ჩქარ-ჩქარა (რა თქმა უნდა,სადაც მონიშნული იყო “აქ გახსენითო” იმის გვერდის ავლით ) და გავიკეთე ცხელ მდგომარეობაში. მთელ ოთახში ქოქოსის სუნი დადგა..მმმ…გემო აქვს ცოტა მომჟავო (ასკილის გამო) და ქოქოსის გემოც ჭარობსსავით. ბევრი შაქრით უკეთესი დასალევია. მერე სანამ ამ პოსტს ვწერდი გაცივდა და ცივიც კარგი დასალევი ყოფილა მართლა. აი იხილეთ შეფუთვა იგი :

picture
და ბოლოს, როგორ და სად დავლიოთ:

picture-1872 (ჩაი ჩაასხათ საყვარელ ჭიქაში რა თქმა უნდა)  ასეთ ამინდში, როგორიც დღესაა სხვა რა უნდა აკეთო, თუ არა კომპიუტერთან ჯდომა. შესაბამისად , შენს განსასვენებელთან უნდა მიიტანო ეს მალინისფერი შეფერილობის ჩაი და დადო რაღა თქმა უნდა Perfection or Vanity-ს სოლოს შენსავე ნაჯღაბნ ნოტებზე . არ უნდა შეიმჩნიო თევზები, რომლებიც ნერვებს გიშლიან , თსუ-ს ფორუმის ფანჯარა უნდა გქონდეს გახსნილი (რეკლამა) ,მერე ცოტა ხანს ისუნთქო მისი არომატი და ბოლოს მიირთვა :ბის:

საქართველოა რა..

ავედი დღეს მამაპაპურ, ყვითელ ავტობუსში და დოლ-გარმონიანი მუსიკოსები დამხვდნენ. უკრავდნენ და დაკვრის ბოლოს დახმარებას ითხოვდნენ … მომიჯდა ერთი ჩასუქებული ბიძია, გადმომხედა და “გულნატკენი” სახით მეუბნება- “საქართველოა რა”- და დანანებით მიმითითებს დამკვრელებზე. უხერხულად გავიღიმე და მივტრიალდი ფანჯრისკენ. მორჩნენ დაკვრას ისინი და წყნარად, მშვიდად ჩავიდნენ ავტობუსიდან შემდეგ გაჩერებაზე. კარები რომ გაიღო, იმავე გაჩერებაზე, ამ ჩასუქებულმა ბიძიამ ჯიბიდან პარკი ამოიღო და პირდაპირ კარებიდან გაჰკრა.. ჰო ბიძია , ჰო…”საქართველოა რა”..

პოსტი ესე, ოდეს ვიოლინო ვიყიდე

არის ! აღსრულდა ! ..არ დამიწერია არაფერი იმაზე , რომ დავიწყე ვიოლინოზე ისევ სიარული. არც იმაზე, რომ დღეში 6 საათი ვმეცადინეობ და ეს იმდენად უცნაურია ჩემნაირი ზარმაცისთვის … რაც მთავარია სიარულის დაწყების დღიდან ვმათხოვრობ სახლში, დეიდებო, ბიძიებო ვიოლინო მიყიდეთ მეთქი. ჩემი ძველი ვიოლინო დამიპატარავდა :) ზოგადად არ მჩვევია ხშირ-ხშირი მათხოვრობა და რომ შეატყვეს რა ძალიან მინდოდა კარგიო.. მთელი ერთი კვირა დავდიოდი და ვეძებდი. “ძეტსკი მირში” თქვეს ჩინეთიდან ჩამოგვაქვს და ასე ორ კვირაში იქნებაო. სანამ იმათ შევუკვეთავდი ყოველ შემთხვევაში მუსიკის სახლშიც შევიარე და როგორც შევიარე , ისე გამოვიარე :გივი: ბოლოს გადავწყვიტე ისევ იქ შემეკვეთა და ჩინური :უსერ: ის ის იყო მივუახლოვდი ვაგზლის მოედნის მიდამოებს, გამახსენდა “ტიტანი”. ჯანდაბას, მანდაც ვნახავთქო ვიფიქრე და მოვბრუნდი. საღამოს, ლექციების მერე შევიარეთ და ჰოი საოცრებავ..ის  იყო :D  დამცინეთ თქვენ და მართლა ის იყო..ზოგადად ეს ზომა ვიოლინო იშვიათობაა, იმიტომ, რომ თუ ვინმე ყიდულობს,- ყიდულობს ბოლო ზომას “ბარემ”..ჩემი ბოლო ზომა ჩემი ტანისთვის 3\4 იყო. ავაწყე , ჟღერადობა გავსინჯე და სახლში მოსვლისთანავე კიდევ უარეს მათხოვრად ვიქეცი :უსერ: იმდენი ვქენი, რომ დღეს მამა ადგა და წამომყვა საყიდლად.. მამა რომ რამეს ყიდულობს ჯერ დაიწყებს ხოლმე ათასი რამის გადამოწმებას. სთხოვა კატალოგები იქ, მართლ იტალიურია თუ არაო, მერე სათითაოდ დაათვალიერა ვიოლინო-ფუტლიარიანად და ბოლოს ჩემს საწყალ მზერას ვეღარ გაუძლო და აი ( ჯერედ აუწყობელი და უჯორაკო მაშვრალი იგი ):

picture-1832
და ძაან მაგარი (ოღონდ ზემოთხსენებულზე არა ) :

_ დე, დღეს კრუელა უნდა ვნახო და მოვალ მერე
_ ვინ კრუელა?
_აი , ძაან ლამაზი რომაა
_აა, კაი

:D

რაღაცნაირი ბლოგი !

ანუ ხომ აქვთ ბლოგებს სტატუსები და საერთოდაც კონკრეტული სახელები : ვიღაცის სახლი, ვიღაცის რაღაცა (user) და ა.შ. ჩემს ბლოგს ჯუსტ ანოტჰერ წებლოგ რომ ეწერა მაინცდამაინც არ მომწონდა. როგორ, ჩემი ბლოგი წორდპრესსისთვის მხოლოდდამხოლოდ ანოტჰერ ბლოგიათქო? და აი ზუსტად ამ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილს მეწვია იდეა   : რაღაცნაირი ბლოგი ! ზუსტად ახასიათებს ჩემს ბლოგს. დიზაინიც შევცვალე. ჩემი ორმხრივი დაცულობის შეგრძნება ( ანუ widget-ები ორივე მხარეს) აღარაა , მაგრამ ცოტა ხნით შევჩერდები ამაზე. იევიც..მე მომწონს :ყეს:

აი რომ გკითხავენ- რანაირი ბლოგი გაქვს? რაღაცნაირი !
ანდა ხომ არ იცი LadyCrow-ს ბლოგი როგორია? რაღაცნაირი!

ღმერთმანი..ი ლაიკ იტ

ჰელპ ასი

ჰელპ ასი..იგივე ხელფასი…პირველი არ ეთქმის, ადრე ვიმუშავე ერთ ზაფხულს და პირველ ხელფასად ეგ ჩაითვალა. რაც ეს მოსწავლე მყავს პირველი ხელფასი ავიღე დაახლოვებით ერთი კვირის წინ მგონი. რა თქმა უნდა ორი კვირის დაგვიანებით მომცეს .რა უბედურებაა..წესით ეხლა მეორე თვის უნდა მომცენ ერთ გაკვეთილში ,მარა მეტი არაა ჩემი მტერი. ავდგები და დავანებებ საერთოდ თავს :ყეს: რომ ვაკვირდები თან ძალიან ტვინის ისქვნაა მასწავლებლობა, თანაც ხომ ვთქვი არაა ჩემი მოწოდება მეთქი … ეხლა მთავარი :რაში დავხარჯე ხელფასი! .. აქვე აღვნიშნოთ დამსახურებული მასწავლებლსი ხელფასი შეადგენდა 60 ლარს :ყეს: რომ ავიღე  პირველი , რაც მაშინვე ვიყიდე იყო ტელეფონის usb კაბელი (10 ლარი), რომელსაც დრაივერი არ მოყვა და იდეაში ინტერნეტიდან უნდა გადმომეწერა. ერთხელ ვცადე, არ გამოვიდა და ეხლაც ისე მიდევს შეფუთული უსბ :D მერე ჩემს ძმას დიდი ხნის ნანატრი Bluetooth-ისთვის მივეცი 20 ლარი. დარჩა 30 ლარი. წავედი “ძეტსკი მირში” და პირველი ღირებული რამე ვიყიდე ხელფასიდან : სიმები და კანიფოლი ვიოლინოსთვის. სიმები 12 ლარი, კანიფოლი 8 ლარი..დარჩა ათი ლარი…ლაი-ლაი ვიყიდე ორი ცალი, ხუთლარიანი და ერთი დედაჩემს მოვუტანე (ჩხუბის შემდეგ შერიგების ნიშნად :D )… ესეც შენი 60 ლარი..ასე საინტერესოდ დამერწმუნეთ ვერ დახარჯავთ ხელფასს რა..

სამსახურზე ფიქრი დავიწყე, მარა სად ვეძებო და რა ვეძებო კაცმა არ იცის..

Ich will/მე მინდა.. ანუ რაძი კაიFა

Ich will                                                        მე მინდა

(Ich will) Ich will dass ihr mir vertraut        (მე მინდა) მე მინდა, რომ თქვენ მენდოთ
(Ich will) Ich will dass ihr mir glaubt          (…)მე მინდა, რომ გჯეროდეთ ჩემი
(Ich will) Ich will eure Blicke spüren           (…) თქვენს მზერას ვგრძნობდე
(Ich will) – jeden Herzschlag kontrollieren (…)თითოეული გულის ცემის კონტროლი

(Ich will) Ich will eure Stimmen hören         (მე მინდა)მე მინდა თქვენი ხმის გაგონება
(Ich will) Ich will die Ruhe stören                (…) მე მინდა სიმშვიდეს ვგრძნობდე
(Ich will) Ich will dass ihr mich gut seht     (…) მე მინდა კარგი თვალით მიყურებდეთ
(Ich will) Ich will dass ihr mich versteht      (…) რომ ჩემი გესმოდეთ

(Ich will) Ich will eure Phantasie                   (მე მინდა) მე მინდა თქვენი ფანტაზია
(Ich will) Ich will eure Energie                      (…) მე მინდა თქვენი ენერგია
(Ich will) Ich will eure Hände sehen             (…) მე მინდა თქვენი ხელების დანახვა
(Ich will) Ich will in Beifall untergehen         (…) მე მინდა თქვენი ტაშის ქვეშ მოვკვდე

Seht ihr mich?                                              მხედავთ?
Versteht ihr mich?                                        გესმით ჩემი?
Fühlt ihr mich?                                             მგრძნობთ?
Hört ihr mich?                                              მისმენთ?

Könnt ihr mich hören? (Wir hören dich!) შეგიძლიათ მომისმინოთ ? (ჩვენ გისმენთ)
Könnt ihr mich sehen? (Wir sehen dich!) შეგიძლიათ დამინახოთ? (ჩვენ გხედავთ)
Könnt ihr mich fühlen? (Wir fühlen dich!)შეგიძლიათ შემიგრძნოთ? (ჩვენ გგრძნობთ)
Ich versteh euch nicht                             მე არ მესმის თქვენი

Könnt ihr mich hören? (Wir hören dich!) შეგიძლიათ მომისმინოთ ? (ჩვენ გისმენთ)
Könnt ihr mich sehen? (Wir sehen dich!) შეგიძლიათ დამინახოთ? (ჩვენ გხედავთ)
Könnt ihr mich fühlen? (Wir fühlen dich!)შეგიძლიათ შემიგრძნოთ? (ჩვენ გგრძნობთ)
Ich versteh euch nicht                             მე არ მესმის თქვენი

Ich will (4x)

Wir wollen dass ihr uns vertraut         გვინდა რომ თქვენ ჩვენი გესმოდეთ
Wir wollen dass ihr uns alles glaubt   გვინდა რომ თქვენ ჩვენი გჯეროდეთ
Wir wollen eure Hände sehen              გვინდა რომ თქვენს ხელებს ვხედავდეთ
Wir wollen in Beifall untergehen -ja    გვინდა , რომ თქვენი ტაშის ქვეშ მოვკვდეთ

Könnt ihr mich hören? (Wir hören dich!) შეგიძლიათ მომისმინოთ ? (ჩვენ გისმენთ)
Könnt ihr mich sehen? (Wir sehen dich!) შეგიძლიათ დამინახოთ? (ჩვენ გხედავთ)
Könnt ihr mich fühlen? (Wir fühlen dich!)შეგიძლიათ შემიგრძნოთ? (ჩვენ გგრძნობთ)
Ich versteh euch nicht                          მე არ მესმის თქვენი

Könnt ihr uns hören? (Wir hören euch)შეგიძლიათ მოგვისმინოთ? (ჩვენ გვესმის თქვენი)
Könnt ihr uns sehen? (Wir sehen euch)შეგიძლიათ დაგვინახოთ? (ჩვენ გხედავთ თქვენ)
Könnt ihr uns fühlen? (Wir fühlen euch)შეგიძლიათ შეგვიგრძნოთ? (ჩვენ გგრძნობთ თქვენ)
Wir verstehen euch nicht                    ჩვენ არ გვესმის თქვენი

[OUTRO)
Ich will (2x)

რა ეხლა..უნდა ავხსნა რატომ? რაძი კაიFა ერთი პოსტი არ შეიძლება? :სპყ: ხოდა აესეც..რაძი კაიFა..
ტექსტის თარგმანი მამა, რედაქტირება მე :D

“უ”-ოდ

ღმერთო ჩემო, აგერ უკვე მეხუთე დღეა ინტერნეტი არ მაქვს. ამჯერად მართლა caucasus-ის ბრალია…დღეში სამჯერ, ჭამის წინ და ჭამის მერე ვრეკავ და შეურახცყოფას ვაყენებ :უსერ: მოკლედ, ხვალ ულტიმატუმის ვადა ეწურებათ, არ ჩართავენ და გადავდივარ ტელეკომზე :ყეს: წავედი ეხლა, მივხედო მოსწავლეს :უსერ:

edited:  November 23, 2008 at 6:55 pm

ტელეკომი არა ის კიდე :D ვაშა კავკაზუსს :D

მე ქუხნაში, part I

დღეს ერთი მშვენიერი რეცეპტი შევიმუშავე. საერთოდ იშვიათად ვხვდებით მე და ქუხნა, მაგრამ დროდადრო მინდება ხოლმე ჩემი კულინარიული შესაძლებლობების გამოვლინება :D ამ დილას ავდექი და მადიანი გამომეტყველებით გამოვაღე მაცივარი (რაც მთავარია ეს არის პირველი რამ, რასაც გაღვიძებისთანავე ვაკეთებ.) გამოვაღე და არაფერი არ დამხვდა ჩემთვის საინტერესო. ცოტა რომ გამეღვიძა ავღელდი (:D) და გადავწყვიტე მეთვითონ გამეკეთებინა პური ჩემი არსობისა. მაცივარში მოძიებული მასალებისგან კი გამოვიდა უგემრიელესი სალათი (თუ რაღაც ამდაგვარი :უსერ:) :

2 მოხარშული კვერცხი
ხახვი, ოღონდაც აი პრასი რომ ქვია ეგა, მწვანე რა …
ძეხვი (ყველანაირი მოუხდება)
თევზი დამარილებული (ან ეგ არ უქნათ, ნახევარს ვუყავი და ის ნახევარი არ მიჭამია, დედაჩემს ვაჭამე სულ :D )
და რაც მთავარია მაიონეზი

მე სადა ვარიანტიც მომწონს ისე – მოხარშული კვერცხი და მაიონეზი…
რაც მთავარია, ხახვის დაჭრისას დავიზიანე თითები, ამიტომ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ისევ “კაცი მე ვიცი კუხნაში” ჯობია :D

პაპსას ორი წუთი…

დღეს ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ბლოგზე პირველი პოსტი დავწერე. ერთი თვის მანძილზე 28 პოსტი …  ჩანაწერებს რომ გადავხედე ერთ რამეს მივხვდი.მოკლედ, ღრმა დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ბლოგი გავაპაპსე. აი ციტატა ერთ-ერთი ჩემი პოსტიდან :

საერთოდ ასეთი პოსტების წერა არ მიყვარს მაინცდამაინც, დღეში რამდენი ჭიქა ჩაი და ყავა დავლიე და რამდენი შაქარი ჩავიყარე

მაგრამ რა გამოვიდა, ბოლო რამოდენიმე პოსტის შინაარსი სწორედ ასეთია. აზრზე არ ვარ ვინმეს საერთოდ აინტერესებს თუ არა რა შედეგები მოიტანა ჩემმა ვაკის პარკში ქვითინმა, ან რა შედეგი აჩვენა ფაცე.გე-ს ტესტმა და ა.შ.საერთოდაც, ვთვლი, რომ რამოდენიმე ღირებული პოსტი მაქვს სულ დაწერილი : ექსპერიმენტი, უფასო პოლიტიკური რეკლამა , venus of urbino და მგონი ვსო..ანუ რისი თქმა მინდა:   თუ  გინდა, რომ ბლოგზე წერო ხშირად , მაშინ არ უნდა გეზარებოდეს დაჯდომა და რაღაც ნორმალურის გაკეთება. როცა გეზარება ზემოთხსენებული , ზიხარ და წერ ”კუხნისებურ” პოსტებს, ანუ ჩვეულებრივად ყვები დღის შინაარს, რომელიც თავის მხრივ არც კი იცი ინტერესს იწვევს თუ არ იწვევს. ეს ბლოგი როცა დავარეგისტრირე (ეს გაცილებით ადრე იყო ვიდრე ერთი თვე), იმიტომ იყო უფუნქციოდ, რომ არ ვიცოდი რა მიმართულება უნდა მიმეცა აქაურობისთვის. მაგრამ ავდექი და ჯუსტ დავიწყე. ბოლოს , ტოესწ ეს რამოდენიმე დღეა მივხვდი, რომ რაღაც ისე არ არის. კი , მეც ვკითხულობ სხვის ონლაინ დღიურებს და საერთოდ არ მესმის რატომ მაინტერესბეს ასე ძალიან ვინ რას აკეთებს დღის მანძილზე, მაგრამ მაინც ვაგრძელებ კითხვას. სამწუხაროდ ის არ ვიცი  ჩემი ბლოგი რამდენად კითხვადია ამ მხრივ. რეიტინგი მაშფოთებს კიდე. თავიდან დღეში 150-მდე ვიზიტორი მყავდა, მაგრამ ბოლო დღეებია 70-80 შემოდის. ანდა საერთოდ იყო დღე , რომ 50-ც შემოვიდა. თავიდანვე რომ ასეთი სტარტი ყოფილიყო ვიფიქრებდი ასეც უნდა იყოს მეთქი , მაგრამ ასეთი ვარდნა ფრიად მაფიქრებს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ რაღაც ისე არ არის. მაგრამ რა თქმა უნდა მე მაინც გავაგრძელებ და ათასში ერთხელ , როცა სიზარმაცე არ დამძლევს, დავწერ ხოლმე რამე ღირებულს. მანამდე კი იკითხეთ პაპსა პოსტები :ბის:

სიძველის ეფექტი

კონკიობისკენ რომ მქონდა მიდრეკილება ვხვდებოდი, მაგრამ ასე შემოუპარებლად რომ გეტყვიან კონკია ხარო რას გავს ეგ?..მოკლედ, საქმე ისაა, რომ ძალიან მიჭირს სიახლეების შეჩვევა. ძნელად ვეგუები ყველაფერს, მაგრამ თუ შევეგუე მერე კიდე გადაჩვევა მიმძიმს ფრიად! განსაკუთრებით ტანსაცმელზე მჭირს ასე.სანამ ახალია ვწუწუნებ, ვერ ვეგუები და ერთი სული მაქვს როდის დაძველდება. როცა დაძველდება კიდე აღარ ვიხდი :გივი: მორიგი ასეთი შემთხვევის გამო დავრჩი ცალკეტა. ჩემი საყვარელი კეტი ნაგავში მოისროლეს. მიზეზი- დაიხა უკვეო. კარგი, ვიცით რომ დაიხა, მაგრამ თუ მე თავს კომფორტულად ვგრძნობ და თუ ხელს რ მიშლის რა მოხდა მერე? ზატო ეხლა სხვა რამე მაქვს პროგრამაში. რემდენიმე წლის წინანდელი ჩექმისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც წელს სოფელში ყოფნისას აღმოვაჩინე კარადის არქეოლოგიური გათხრების შედეგად. მაცვია და მაცვია..არ გავიხდი..ამათ რომ კითხო “ხალხი რას იტყვისო” და ვინაა ხალხი? აბა ხალხი?ვერ ვხედავ მე ხალხს ! ვის კითხავს მე რა მაცვია ან რამდენი ხნით..გავბრაზდი :ბოლი:

მოკლედ..სიძველის ეფექტი სულ სხვაა :ყეს:

პ.ს. დღეს გოოგლე დეიდამ ორჯერ გამაბრაზა. ერთი რიგიანი კონკიას სურათი ვერ ამომიგდო, ყველა დიდ კაბაში შეფუთული მომცა.

დახასიათება face.ge-სებურად

იხილეთ ჩემი დიადი დახასიათება , დასკვნები ბოლოს:

პოლიტიკოსი (დომინანტი, ექსტრავერტი, აბსტრაქტულად მოაზროვნე, გონების ადამიანი) ატარებს ჰალსტუხს და 12 საათი დღეში სულ იღიმება (კიდევ 4 საათი ძილის დროს)ძალიან ძლიერი პიროვნებაა, ნამდვილი ექსტრავერტი და კარგი სტრატეგი. მისი ძლიერი სურვილი და სრულყოფილი კომუნიკაციის უნარი ეხმარება საკუთარი იდეებისა და აზრების გატანაში ნებისმიერ ადგილას. ასე რომ, მასთან ურთიერთობისას სიფრთხილე გმართებთ. იგი მისი კრეატიული აზროვნებისა და ორიგინალური არგუმენტების წყალობით ირგვლივ ყველას განაიარაღებს. გახსოვდეთ, საკუთარ მიზანს არასდროს გადაუხვევს. ადამიანები ხანდახან ფიქრობენ, რომ მისით მანიპულირება შესაძლებელია, თუმცა ძალიან ცდებიან – ისინი, ვინც მას კარგად იცნობენ, დაადასტურებენ, რომ იგი მუდამ გამარჯვებულია! ყოველთვის უნდა შეამოწმო შემთხვევით მისი მანიპულაციის მსხვერპლი ხომ არ ხარ – თუ კი, მაშინ სასწრაფოდ გაარკვიე, მისი მიზანი კეთილია თუ ბოროტი? თუ მისით დაინტერესებული ხარ – უნდა იცოდე, რომ საკმაოდ გულწრფელი და ერთგული ადამიანია. ძირითადად საწინააღმდეგო სქესთან უფრო უყვარს ურთიერთობა. სულ ფლირტაობს, მაგრამ ეს არაფერ განსაკუთრებულს არ ნიშნავს. თუმცა ვინ უწყის, დედამიწაზე რამდენი სახის პოლიტიკოსია…”

ეხლა პატარა ანალიზისმაგვარი : ჰალსტუხის რა გითხრათ, მაგრამ ღიმილთან დაკავშირებით მართალია. მეღიმება თუ არ მეღიმება, მაინც ვიღიმი … რაც შეეხება პიროვნულ სიძლიერეს ეგ ცოტა ფარდობითი ცნებაა ჩემთან დაკავშირებით. მთლად ძლიერი არ ვარ რიგ საკითხებში … ანუ თავის მხრივ მთლად სწორი არ არის, რომ მე ყველათი მანიპულირება შემიძლია. მაგრამ რაც მართალია მართალია, თუ შევამჩნიე, რომ რომელიმე კონკრ. პიროვნება ადვილად სამართავია, შანსს არ ვუშვებ ხელიდან. მიზანი ძირითადად კეთილია ხოლმე , ან არა :გივი: ვინც კარგად მიცნობს კითხვა იმათთვის- სულ გამარჯვებული ვარ ? :D ნუ ეგ არ მგონია, იმიტომ, რომ ხშირად ვერ ვუწევ წინააღმდეგობას ყველაფერს. ძირითადად ჩემივე სქესის არსებებთან მჭირს ხოლმე ეგ. ის მართალია , რომ საპირისპირო სქესთან უფრო კარგად ვურთიერთობ. ბავშვობიდან ასე ვარ. რაააადგან ქალი ვარ და სრულად ვიცნობ ქალის არსებას, მგონია, რომ ბოლომდე ნდობა არც ერთი ქალის არ შეიძლება ! სწორედ ამით არის განპირობებული ჩემი ერთდაქალიანობა :გივი: ჩემი წრე შემოიფარგლება უბრალო ნაცნობებით, მეგობრებით და ერთი დაქალით, რომელსაც მოფერებით ძმკაცს ვეძახი :D … სულ ფლირტაობს… ჰმ :ბოლი:

ნუ მეტ-ნაკლებად ყველაფერი მართალია , რაც კიდევ უფრო მიკვირს ფაცე.გე-სგან :გივი:

და რა გამოვიდა, ჩემი დახასიათება ასე ჟღერს?  : “გიყვარდეთ და გეშინოდეთ” … spy

ქვითინ ფართი

სამდღენახევრიანი ფრიადი მარტვილობის შემდეგ მივხვდი, რომ ესოდენი სასოწარკვეთა როგორმე უნდა დამთავრებულიყო. დილიდან ვეცადე სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ არ გამომოვიდა სახლის პირობებში. მშვიდად და წყნარად ავდექი , ჩავიცვი, შევიბი კიკინები და გავუდექი გზას. იდეაში ვეძებდი ადგილს, სადაც შეიძლებოდა ქვითინ ფართის მოწყობა სპეშალ ჩემთვის.ჩავსხედი ავტობუსში, მოვიმარჯვე ბიტლზის პლეილისტი და (კაცებისთვის გაუგებარი მიზეზების გამო) ცრემლების ყლაპვა დავიწყე. ჯერ ამ სპეშალ ადგილის ძებნა დავიწყე (რა თქმა უნდა ეს სპეშალი თავის თავში წმინდა ადგილის მომცველიც უნდა ყოფილიყო)…ჩავუარე თითქმის ყველა ასეთ ადგილს და არჩევანი ვაკის პარკზე შევაჩერე. ჯერ ვიბოდიალე ბევრი, რომ რამე სკამისმაგვარი მენახა, დავჯექი და მივხვდი,რომ არ მეტირებოდა. არიქა, მეშველა მეთქი გავიფიქრე თუ არა, ფიქრები გამექც-გამომექცნენ და სულ ორი წუთი დამჭირდა სლუკუნ-სლუკუნით ტირილის დასაწყებად. ბოლომდე რომ დავცალე ცრემლის მარაგი და მთელი მსოფლიოს სევდა გამოვიტირე, კარგ ხასიათზე დავდექი და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად გავემართე მორიგ წმინდა ადგილას (spiteful) . ამჯერად უკვე სრულიად გამოჯანსაღებული გავემართე(თ) “პერსპექტივაში წმინდა” ადგილისკენ :D დედამ ამასობაში ბევრჯერ დარეკა, მაგრამ დილით რომ ნახა როგორი ტრაგიკული სახით გავედი ,მკაცრად არაფერი უთქვამს,ნუ თავის მხრივ ის მაინც აღნიშნა, რომ 8 საათზე უნდა მივბრძანებულიყავი სახლში. წუწუნ-წუწუნით ჩამოვედი გაჩერებამდე და ჰოი საოცრებავ, ავტობუსში სპიჩკა შემხვდა. ბევრი , აი ძალიან ბევრი ვიჭორავეთ სანამ ჩავიდა. მერე ავსდექი და წამოვედი ჩემს საბოლოო ნავსაყუდელამდე… საერთოდ ასეთი პოსტების წერა არ მიყვარს მაინცდამაინც, დღეში რამდენი ჭიქა ჩაი და ყავა დავლიე და რამდენი შაქარი ჩავიყარე, მაგრამ დღეს შეუძლებელი იყო არ აღმენიშნა ქვითინ ფართის შესანიშნავი შედეგების თაობაზე…

ხო და წეღან რომ ვითომც არაფერიაო ისე წაიკითხეთ ” შევიბი კიკინები”, ეგრე კი არაა…ყველაფერს საკრალური მნიშნველობა აქვს! ჩემი თმა უკვე ისეთ გრძედსა და განედშია , რომ ჩემი საყვარელი კიკინები დავიბრუნე და ჩემს საყვარელ სმაილიკებსაც დავემსგავსე flirt

წარკვეთილი სასო

ახალი პოსტი ხელთუქმნელი კატეგორიიდან ” წმინდა ქალური პოსტები” ან “წარკვეთილი სასო” , ერთი და იგივეა ეგ ორი ! პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ერთი ფრიად ღირსშესანიშნავი მოვლენა ჩემი პერსონალ ლაიფიდან : დღეს პირველად წამივიდა გული იმდენჯერ გავიმეორე ეს ფრაზა, უკვე უცნაურად მესმის ყურში და ტერმინის მნიშვნელობაც მავიწყდება მგონი :D კიდევ უფრო უცნაურია რაოდენ აღფრთოვანებული ვხვდები ამ მოვლენას. ეხლა რაშია საქმე, რამდენჯერაც ვინმე იტყოდა დღეს გული წამივიდაო , იმდენჯერ მაინტერესებდა რა გრძნობა იყო და არ მეღირსა უკანასკნელი 18 წელია. აი დღეს დადგა ის ამაღელვებელი მომენტი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აღელვებასთან ერთად ფერი დავკარგე , გული გამიჩერდა (თუ ამიჩქარდა ვერ გავარჩიე) ცუდი ფერი მედო აშკარად და გულმაც დაიწყო გაჩერება (თუ აჩქარება) და რომ მივხვდი , ცუდადაა საქმე მეთქი, წავედი ჩემი განსასვენებელი სარეცელისკენ და მივესვენე იქვე რბილად. მოკლედ, ასე იყო თუ ისე ჩემი პირველი გულის წასვლა მშვიდობიანად დასრულდა…ხოდა ისა…იყოს, მეტჯერ არ მინდა
გარდა ამისა, დღეს რაც ჩემში ქალურისმაგვარი იყო, ერთდროულად გადმოინთხა და ქე რო არ მიყვარს იმნაირად გევინაზე , მოვიყენე ცრემლი თვალებზე (ოღონდ ისე, რომ სულ არ მეტირებოდა), მოვიკრიბე მთელი ჩემი დესტრუქციული აზრები ყველაფრის თაობაზე (მეტა : BigCrow ) და ვიყავი მთელი დღე აბუზული. მეტჯერ აღარ ვიზამ …. ანდა..რა ჩემი ბრალია :გივი:

მგრძნობიარე ვაშლატამა

“ქვეყნად ბევრი რამ ხდება
სინანულის დრო დგება
მაგრამ მაგრამ რატომღაც
მე მაინც მჯერა” …სტანდარტული გაგრძელებით ” რომ ისევ ამოვა მზე”… არა, არ გავგიჟებულვარ :P ეს უბრალოდ თამთა გოგუაძის ახალი ჰიტიდან არის ნაწყვეტი. სულ მეფიქრებოდა, როდემდე უნდა წერონ ასეთი ტექსტები , სადაც აუცილებლად იქნება სადმე გარეული: წვიმა, სევდა, სინანული, სიყვარული, მზე, მჯერა, რატომღაც.. და რა თქმა უნდა კონტექსტურად კლიპში : ანიმაციური წვიმა, ერთი ფოტოგრაფი , რომელიც უღებს მომღერალს (რაც თავის მხრივ იმის გამომხატველია, რომ მომღერალი პოპულარულია), ხელებზე თვალებაფარებული სევდიანი სახის დაჭერის მცდელობა და ერთი კადრი, რომელიც ასახავს როგორ იტანჯება მომღერალი და “როგორ ხედავს სევდიან მზეს სიზმრებში”, როგორ წუხს, რომ ” ის ვერ ხვდებოდა როგორ უყვარდა”.. უკვე ისეთი ლოგიკური ტექსტებია, არც კია საჭირო ბოლომდე მოსმენა, მოკლე შინაარსი თავისთავად იცი…ალტერნატიული მუსიკის შემქმნელების რიცხვი დღითიდღე მატულობს. დღეს “ჩვენი ექსპრესი” რომაა გადაცემა, იქ ვნახე ერთი სიმღერა :

“მოდი ჩემთან ჩემო პრეზიდენტო , მაკოცე ლოყაზე
ხომ იცი, რომ მე არ ვფიქრობ დღეს შენს მოკვლაზე”
და ტექსტის მეორე თემისმაგვარი:
“მამაო ჩვენო (ბევრჯერ :D ), შე დედამიწის გამჩენო
მინდა ჩემი პრეზიდენტი გაჩვენო”
…ყველაფერი მარტივი, გასაგები, შესაბამისად გენიალური. ჩემი აზრით უფრო ძნელია წერო ასეთი ტექსტი, ვიდრე დაწერო სევდა-ფიქრებზე ;) ნაცადი მაქვს მე პირადად და ” მგრძნობიარე ვაშლატამასა” და “უწმაწურ ჩაქუჩზე” იმდენი ვიწვალე, დღემდე დასამთავრებელი მაქვს :D

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
ნოემბერი 2008
« ოქტ   დეკ »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)