Archive for ოქტომბერი, 2008

ბევრი მე

მინდა რომ ბევრი ვიყო…არა, ძალიან ბევრი არა
ერთი – სახლში რომ იჯდება სულ და ოჯახს, ნათესავებს და ქართველ ერს გააბედნიერებს
მეორე- უნივერსიტეტში ივლის, ისწავლის და კარიერას გაიკეთებს
მესამე- ადგება და ყველა დამდურებულ ნაცნობს მოიმადლიერებს ხშირ-ხშირი მონახულებით
მეოთხე- ინტერნეტში იჯდება და ბლოგს მეხუთე მეზე მოუყვება
მეხუთე ნამდვილი მე ვიქნები…როცა მინდა გავიღვიძებ და დავიძინებ. ვიზარმაცებ…იმიტომ, რომ მეცოდინება ჩემს- საქმეს სხვა აკეთებს. ზარმაცობის მერე ავდგებოდი და ვივლიდი. ღამეც, დღეც. სახლში დავიგვიანებდი ან საერთოდ არ მოვიდოდი. და საერთოდაც, ეხლა შროშაში ვიქნებოდი გაჩერებული ქუთაისისკენ მიმავალი მარშრუტკით და დაველოდებოდი როდის გაიხსნებოდა გზა, რომელსაც ეხლა აგებენ…და 13 ნომერი სკამიც არაფრის მანიშნებელი არ იქნებოდა..

:მად:

Hausfrau…

ასეთი მძიმე ღამე დიდი ხანია არ მქონია :უსერ: დედა და მამა ერთი კვირით წავიდნენ და შემატოვეს ბავშვები და ბებია :D ბებია თავის მხრივ იმისთვის ჩამოვიდა ჩვენთან, რომ ჩემი სახლში არ ყოფნისას ბავშვებს მიხედოს. სანამ წავიდოდნენ მამამ ჩვენი დარიგება მოიწადინა და თქვა, რომ თუ ვითარება დაიძაბა ყველანი ადექით და წადით ყვარელსა შიგანო. (ნუ მთლად არ დაუკონკრეტებია, თუ ომი დაიწყოვო , დაგვინდო :უსერ: ). ვითომ არაფერი, სულ ერთი წუთით მივაპყარით ჩვენი ესოდენ მნიშვნელოვანი ყურთასმენა მამას, მაგრამ ერთ-ორ წუთში გამახსენდა რაც თქვა და ჩემი ცელქი ფანტაზიის უნარიც თავის საქმეს შეუდგა. სულ დაწვრილებით გამახსენდა აგვისტო და თვალწინ დამიდგა ათასი რაღაც, რასაც მაშინაც ვფიქრობდი. მოკლედ, არც მეტი- არც ნაკლები პანიკამ მძლია. მგონი აშკარად შემეტყო და უეცრად არაჩვეულებრივად თბილი გავხდი :D მე ჯანდაბას და აღმოჩნდა , რომ ქეთისაც შესანიშნავად გაუგია მამას ნათქვამის შინაარსი და ცოტა ხანში ტირილი ამოუშვა- დედა და მამა რომ წავლენ რუსებმა არ დაიჭირონო. მერე ნინიც მიეშველა და მოკლედ ყველა გამოტყდა რაოდენ იმოქმედა მამას უწყინარმა დარიგებამ :D გუშინ წავიდნენ , სახლში მოვედი, მოსწავლესთან ჩავედი და აი იქედან რომ ამოვედი მაშინ დაიწყო ჩემი მარტვილობა. შემოვედი სახლში და ერთი თავისუფალი ადგილი არ იყო იატაკზე, რომ ფეხი დამედგა სადმე. მთელი სათამაშოები გადმუყრიათ. მერე ნინი მოვიდა და სლუკუნით მითხრა დედას დაურეკე და უთხარი მალე ჩამოვიდესო. ასე დამარეკინა 7-ჯერ :D გახდა 12 საათი და ორივე ჩემს საწოლში არიან მოკალათებულები. ქეთი მაინც დიდია და გაიგო რომ ვუთხარი წადი , გადაწექი შენს საწოლში მეთქი. აი ნინისი რა გითხრათ. ჯერ არ იძინებდა.უნდა გავაფერადოვო და ფანქრები და სახატავები მომითრია. მერე დიდი კურდღელი მოიყვანა – ამასთან ერთად ვიძინებო. მოკლედ ასე თუ ისე ჩაიძინა. როგორც იქნა მეც მოვიფიქრე კომპიუტერიდან აფხეკვა და დავწექი დაძინების დიდი იმედით. მივუწექი და დავხედე მძინარეს, რა საყვარელი იყო ღმერთმანი. დედობრივმა გრძნობებმა შემომიტიეს და შუბლზე ვაკოცე…მაგრამ ცოტა ხანში დედობრივი კი არა დური გრძნობაც გამიქრა :D ტანჯვა, მარტვილობა და ყველა უბედურების ამსახველი სხვა ზმნა მაშინ დაიწყო, როგორც კი მივხვდი, რომ მეძინებოდა. დავაფარებდი საბანს- გადაიხდიდა და გადამხდიდა. ჩემი მცივანობის ამბავი კიდე…მერე სად წიხლი მომხვდა და სად ხელი ვეღარ ვარჩევდი უკვე. დილამდე ძლივს მოვითმინე რომ არ წამოვხტი..თავი სკდის..ეხლა ქეთი უნდა ვამეცადინო, სახლი დავალაგო,მერე სკოლაში წავიყვანო, მერე მოვიდე სახლში და ნინის ჩავეხუტო და ვუთხრა კი, დედა და მამა ძალიან მალე ჩამოვლენთქო. მერე ისევ სკოლაში ქეთის გამოსაყვანად

და მოკლედ..ბარემ აიღეთ და დიასახლისი დამარქვით :უსერ:

ტრეფიკინგი

“ღონემიხდილი დავეშვი საწოლზე და ერთი წერტილისაკენ მიმართული გაყინული მზერა მოვშალე..ზეწარი ჩემსკენ მოვიზიდე , გულაღმა დავწექი და ჭერს მოვავლე თვალი. ეხლაღა შევნიშნე რა საცოდავად იყო გაგრეხილ მავთულზე ნათურა ჩამოკონწიალებული. მერე გამხსენდა რა ხდებოდა ზუსტად აქ, ამ ადგილას ცოტა ხნის წინ. .. ისიც გამახსენდა, რაც ყოველ დღე ხდება და ისიც, როგორ იწყებოდა ყველაფერი..უცებ ზიზღი ყელში მომაწვა, სხეულიდან გადმონთხევას ლამობდა ბოღმა..საწოლის გვერდით მდგარი საცოდავი სკამიდან ყველაფერი გადმოვყარე. ზრიალით დაიმხვრა ბროლის ჭიქა. გადავბრუნდი და საწოლიდან ხელი გადავყავი. წვრილ-წვრილი ნამსხვრევები მომედო. როგორ მსიამოვნებდა , თავიც გადავყავი საწოლიდან და პრეზერვატივების გროვას მივაშტერდი. როგორც ჩანს ტუმბოდან გადმოვყარე..წამოვხტი, ნამსხვრევებზე მუხლებით დავემხე და სათითაო პრეზრვატივის გახსნა დავიწყე. ვხსნიდი და ვხევდი. გიჟივით ვიცინოდი და ნაკუწ-ნაკუწ ვანადგურებდი ყველას. წამოვხტი და კარებს მივვარდი. ვაბრახუნე და იქვე ჩავიკეცე. არ ვტიროდი.. ხმები ჩამესმოდა, ქშინვისა და კვნესის გამუდმებული ხმები.რაც უფრო ძლიერად ვიჭერდი ხელს ყურებზე , მით უფრო ხმამაღლა ირეოდა ერთმანეთში ყველაფერი. ავდექი და ნელი ნაბიჯით საწოლისკენ წავედი..და კადრები თვალებში..ემბრიონის პოზაში , ახალშობილივით..არა ახალშობილზე უფრო უმწეოდ გამოვიყურებოდი ეხლა..ზეწარში გავეხვიე და ისევ კადრები თვალებში..პირველი დღე და ჩემი უკადრო თვალები..შემოვედი ამ ოთახში, ჩამოვჯექი საწოლზე და მოთმინებით დაველოდე ყველაფერს..უაზრო მოთმინებით ვიტანდი გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე ჩამრგვალებული, მელოტი კაცის ოფლიანი ხელების სრიალს ჩემს სხეულზე…მერე ისევ ასე…ღონემიხდილი მე და ფიქრი, რომ დამთავრდება. დღეს ბოლო დღეა. შუშის ნამსხვრევები და პრეზერვატივები. ნამსხვრევებში არეული სისხლი..ჩემი..”

მოკლედ…ეს პოსტი ტრეფიკინგზეა.. ადამიანების ტრეფიკინგი არის მონობის თანამედროვე ფორმა, რომელიც გამოიხატება ადამიანების მიმართ შრომითი ექსპლუოტაციით. სექსუალურ ტრეფიკინგში იგულისხმევა კომერციული სექსუალური აქტი შესრულებული ძალის გამოყენებით, მოტყუებით, იძულებით ან იგივე აქტის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც არ შეუსრულდა 18 წელი;( Kasper, vielen dank ინფორმაციის მოძიებისთვის და კიდო რედაქტირებისთვის :გივი:)

როგორც ყოველთვის ჯერ დავწერე და მერე მივხვდი, რომ ტრეფიკინგზე იყო :D

” A “ტიპური არამდგრადობა

რა ხდება ჩემს თავს არ ვიცი, მაგრამ ვინც შედარებით ხშირად შემოდიხართ ბლოგზე, შეამჩნევდით, ყოველ წამს ახალ-ახალი დიზაინი რომ მაქვს..
ხან სურათს ვცვლი, ხან დიზაინს
ხან საერთოდ მინიმალისტურ დიზაინს ვაყენებ
ხან მინდა რომ თვითონ დაყენდეს რაღაც და ვეღარ გადავაყენო
მოკლედ, ასეა თუ ისე, აშკარად დავიტანჯე
ალბათ ვინმე უნდა მოვიდეს და მითხრას, კიდე ერთხელ რომ გადააყენო საერთოდ წაიშლება ეს ოხერი ბლოგიო :D

გასაჭირშია აქაურობა :ყეს:

და აი, სანამ თქვენ ამ პოსტს ათვალიერებთ, შესაძლოა გამოხვიდეთ და თავი სულ სხვაგან ამოყოთ :ბის:

ედიტედ : სურათი ვიპოვნე არაჩვეულებრივი, მივხვდი რაც მინდოდა :ბის:

desing?…

მე და ფროიდი…

აგერ უკვე რამოდენიმე თვეა ფროიდის მიხედვით ვაკვირდები გარშემომყოფებს…რაც მეტს ვაკვირდები, მით საინტერესო რამეებს აღმოვაჩენ ხოლმე…
ფროიდი ამბობდა, რომ ადამიანის მთავარ მამოძრავებელი ძალა სექსუალური ლტოლვაა
ეს იმას ნიშნავს, რომ სექსუალური ლტოლვები გარდაიქმნებიან და გვევლინებიან და სოციალურ სფეროებში იხარჯებიან, მაგალითად ხელოვნებაში , რელიგიაში და ა.შ. ამ პროცესს სუბლიმაცია ეწოდების :D პიროვნება, რომელიც სუბლიმირებს რისკავს საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რადგან იგი სექსუალური დაკმაყოფილების ჩანაცვლების საშუალებას-სუბლიმაციას მიმართავს. სექსუალური ლტოლვის რეალიზების შეფერხებისას შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნერვიული სიმპტომი (მამაკაცებში, როდესაც ადგილი აქვს ჭარბ ”ფურთხებას”, რომელსაც არ გააჩნია ფიზიოლოგიური ან სიტუაციური განპირობება განიხილება, როგორც სპერმის გამოყოფის კომპრომისული-სახეცვლილი ფორმა; ქალებში – გადაჭარბებული მიდრეკილება კვებისკენ; ვერბალური სიბილწე – გინება, რომელიც აგრესიულობის ამაღლებულ დონეს მოასწავებს და ა.შ), რომელიც ფსიქოანალიზში განიხილება ფსიქიკური პრობლემის გარე გამოხატულებად.

მაგრამ სუბლიმირება კულტურის განვითარების ძირითად წყაროდ ითვლება ფროიდის მიხედვით
მოკლედ, ცოტა ვიკიპედია, ცოტა “ფროიდი”, ცოტა მე :D

პ.ს. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებს “ფროიდულ აგრესიასაც” უწოდებენ

პირადი დაკვირვებით (ჩემს თავზეც მათ შორის ), მივხვდი, რომ მართალია ეს კაცი

მართალია ეს კაცი , რადიო 105

:D

ექსპერიმენტი part 3 , the end

ექსპერიმენტის ბოლო ნაწილი…რადგანაც ბოლოა,სამივე ნაწილს ერთად დავდებ თავის სიტყვებიანად :) ინტერნიუსის, კექსის და გიგასთვის გუშინ წართმეული 15-15 სიტყვა
internews:ბლოგი,მობილური,ყვავილი,ხელფასი,სტუდენტი,ბურთი,ფორუმი,წიგნი,

საწოლი,მაღვიძარა,ვარსკვლავი,აღშფოთება,სიყვარული,
თანსწორობა,აბები
kexi: ლეღვი,ჭიქა,ცხვირი (:D)

წიწაკა,კლავიატურა,მთვარე,ღამე,შიმშილი,ეგოიზმი,ფული,ცეცხლი,ლიფი,ასვალტი,მეტრო და ბოლოს კექსი !!!
გიგა: მობილური, ფეჩი, დინამიკი, სარკე, საათი, იდიოტი, ღორი, მერსედესი (ამისთვის მოსაკლავია გიგა :D), დენი, ბამბა, სათვალე, ჩუსტი, ჩანგალი, ლოგინი, ბოიFრენდი…

“დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა. საწოლში საშინელი არეულობა იყო. მობილური ბალიშის ქვეშ, მაღვიძარა ფეხებში მედებოდა. წამოვჯექი, თვალდახუჭულმა ფეხებით ფლოსტებს დავუწყე ძებნა და ბურთი მომედო. გადავიფიქრე ადგომა და ჩავწექი ისევ..რატომ გამეღვიძა- ჩავიბურტყუნე და გამახსენდა წუხელ როგორ დავიძინე. გვიანობამდე ფორუმზე შემოვრჩი, აღშფოთებული ვპოსტავდი საკუთარ თემაში და ცოდნის ტაძრის სტუდენტებს ვუმტკიცებდი , რომ თანასწორობა ყველაზე მნიშვნელოვანია და ქალის ცხოვრება ქმრის ხელფასზე არ უნდა იყოს დამოკიდებული…უკვე თენდებოდა, ცისკრის ვარსკვლავი გამოჩნდა, მე ჩემი ბლოგის ფანჯარა მქონდა გახსნილი და გულმოდგინედ ვცდილობდი ახალი პოსტის დაწერას. რაზე უნდა დამეწერა ისიც ვერ მოვიფიქრე. სადაც გაიხედავ ყველგან სიყვარულზე წერენ, მომწყინდა, ყველაფერი თინეიჯერის დღიურში ჩაკრულ ყვავილს გავს…ბოლოს მივხვდი, რომ უნდა დამეძინა, გამოვრთე კომპიუტერი და დაძინება დავაპირე, მაგრამ ვერა…გამიკრთა ძილი. წამოვხტი და დამამშვიდებელ აბებს ვწვდი, მუჭით მოვხვეტე და დავლიე…ნეტა ჩამეძინოს…თურმე კიდევ ჩამეძინა იმზე ფიქრში რატომ გამეღვიძა ასე ადრე მეთქი..მოსაღამოვებულა უკვე. როგორც ჩანს აბებმა თავისი გაიტანა და დიდხანს გამაბრუა..შიმშილმა გამაღვიძა. ავდექი და ლიფისამარა მაცივრისკენ წავედი. გამოვაღე და ჭიქაში ჩამოსხმული ლეღვის მურაბის გარდა არაფერი დამხვდა, თან ზედაპირზე ობი ჰქონდა მოდებული…იქნება პური მაქვს?- გამოვაღე კარადა და არც პური დამხვდა..კექსი გამახსენდა, ეგ მაინც ხომ ყოველთვის მაქვს…წავედი მეორე კარადისკენ და იქაც არაფერი…მივაჯახუნე რაც ძალი და ღონე მქონდა კარადის კარები და სამზარეულოს მაგიდაზე შემოვჯექი. ჭკვიანური გამომეტყველებით მოვავლე თვალი იქაურობას, მაგრამ სადღაც ლურსმანზე ჩამოკიდებული გამხმარი წიწაკის მეტს ვერაფერს ვხედავდი. ფულიც აღარ მაქვს…საცოდავი ორ ევროიანი მიგდია სუვენირად. მეტი რა გზაა, ,მშია…საღამოს შვიდი საათია… გადახურდავება მეტროში მომიწევს, ამ ოხერ უბანში სხვაგან არსად არაა ნათელი წერტილი..ზიზღით დავიწყე ჩაცმა და გავედი თუ არა გარეთ ჩემი ეგოიზმით სავსე თვალები მოვავლე იქაურობას. არა, ეგოისტი არ ვარ, უბრალოდ, მოდი და არ შეგშურდეს გარეთ მოსეირნე ადამიანების, ჩემსავით მოსეირნეებისა კი არა- სახლიდან ცხვირს მარტო იმიტომ რომ ყოფენ, საჭმელი გვშიაო…აი ისეთების, რომ არ უნდებათ ღამეები გაათენონ ინტერნეტთან და კლავიატურა ცვითონ…მივაბიჯებდი ასფალტზე და საცოდავად განახევრებულ მთვარეს ვუყურებდი იქვე, გუბის ანარეკლში…ღამე ყოფილა …მგონი გავცდი უკვე მეტროს. ნაკლებად ვფიქრობდი ჩემი ორევროიანის გადახურდავებაზე. ჰაერი მომნატრებია თურმე, თან უკვე გვიანია და ამ ისედაც მიყრუებულ ადგილას საღამო და შუაღამე ერთი და იგივეა. სიჩუმე და ერთი-ორი გამვლელი მანქანის შემონათებული სინათლე.ათას რამეზე ვფიქრობდი. მაგალითად , რომ ფულის გადაუხდელობის გამო მალე დენს გამითიშავდნენ და ერთადერთი , რაც თავში მიტრიალებდა კომპიუტერი იყო. უი, ნეტა რა ხდება ფორუმზე,- გავჩერდი და მობრუნდება გადავწყვიტე, ჩემი თითები ხომ დიდხანს ვერ ძლებენ კლავიატურის გარეშე. ფიქრი ძრავის ხმამ გამაწყვეტინა, მანქანებში საერთოდ ვერ ვერკვევი, მაგრამ მერსედესი რომ იყო მაგდენს მივხვდი. მომიჩერა ზედ ფეხებთან და ჩამობურულ მინაში ოთხი თვალი დავლანდე. იდოიტის გამომეტყველებით მიყურებდა ორი არს

დედა..მამა..მე…

ბოლო ყლუპებს ვსვამ , გათავდა უკვე…მგონი ეს მეორე ბოთლია..მთელი საღამოა ნელ-ნელა ვსვამ . ჯერ მე და მამა, მერე შემოგვემატნენ. ეხლა ყველამ დაიძინა. მიკვირს, უკვე 2-ის ნახევარია და არავინ მეუბნება წადი დაიძინეო, რა ღრმად ჩასძინებიათ :) წვიმს გარეთ…რაღაცნაირი დღეა…
წეღან დანდობილად დავეშვი საწოლზე და თოჯინამ ტირილი დაიწყო..გული ეხლაც ჩქარ-ჩქარა მიცემს
:D ვზივარ ათას სისულელეზე ვფიქრობ. ფორუმზე საკუთარი ნებით დადებული იპ ბანი ამეხსნა და პოსტვის წყურვილს ვიკლავ…წყურვილზე გამახსენდა, წეღან წყალი დავლიე და მივხვდი რა გემრიელი ყოფილა…მერე მივხვდი, რომ ექსპერიმენტის გაგრძელება მინდოდა და ძალით ამოვაგლიჯე 15 სიტყვა ვიღაცას…ეხლა მივხვდი რომ ვილოდები…თან იმას მივხვდი , რომ სულ ტყუილად :D თან მივხვდი, რომ სახელი “ლოთი თინის დღიურები” არც ისე ცუდია ჩემი ბლოგისთვის, განსაკუთრებით დღეს … სასიამოვნოდ ვარ გაბრუებული და არც ძილი მინდა და თან თვალები მეხუჭება… დაახლოვებით მელანქოლიის შემოტევას გავს მთელი ჩემი ხასიათი…რაც თავის მხრივ ჩემს ბლოგს აზიანებს :D
მამაზე ვფიქრობ და დედაზე კიდე..მშვიდად სძინავთ ეხლა…დღეს, რომ ვუყურებდი როგორ მიყავდათ ჩემი დები და ძმა თბილისობაზე ცოტა ხნით დაპატარავება მომინდა. მამას არასოდეს არ ეზარება ბავშვების გაყვანა სასეირნოდ. რაც არ უნდა დაღლილი მოვიდეს სახლში, ყოველთვის ახერხებს და ბავშვებთან მეტი დროის გატარებას ცდილობს..დედას დიდად არ ეხალისება,მთელი დღე ისედაც ჩვენ გვიყურებს, მაგრამ მაინც ადგება და მიდის ხოლმე ისიც :) მაგარი ვინმეები არიან…ახლახანს გავიგე, რომ თურმე დედა და მამა ერთ-ერთ პროგრესულ ახალგაზრდებად ითვლებოდნენ თავის დროზე…მამა დრამერი იყო, როკ ჯგუფშიც უკრავდა და გრძელი თმითაც დადიოდა :) მერე შეიცვალა…გერმანისტი გახდა, 10 წელი ლექტორიც იყო ჭავჭავაძეში…თან პარალელურად თეოლოგი…ეხლა ეპისკოპოსია ერთ-ერთ პროტესტანტულ ეკლესიაში.ანაფორით , პანაღიით და კვერთხით რომ ვხედავ რაღაცნაირად ვგრძნობ ხოლმე თავს..არ ვიცი .. ხო, ეხლ თან მაგისტრატურაში აბარებს თეოლოგიის განხრით .. საინტერესო ვინმეა მოკლედ…მთელი საღამოა ვუსმენ და ვუსმენ..შაბათობით ვცდილობთ ყველა ერთად ვიყოთ და ერთად ვვახშმობთ ხოლმე, მაგრამ ამ ვახშამზე ყოველთვის სტუმრად ვგრძნობ თავს..კაცმა არ იცის რატომ..დედა კიდევ…დედა დიასახლისია…4 შვილის დედა…დღეს მამას ამეცადინებდა მათემატიკაში (მაგისტრატურის გამოცდებში დასჭირდა :D , დედა ფიზიკა-მათემატიკოსია)და მივხვდი, რომ თავს კარგად გრძნობდა..მასაც სჭირდება რამე…საქმე… მაგრამ 4 შვილი…ნუ მე კიდე ჯანდაბას, ჩემს თავს მივხედავ, მარა პატარები?..მე არასოდეს- აი ასეთი აზრი მომდის თავში დედას რომ ვუყურებ..
კიდევ ერთი, სანამ ხასიათზე ვარ .. internews-ის პროექტში რაც დავწერე ის, ერთი ჩვეულებრივი კლიპისთვის, რომელიც ჯუსტ ჩვენზე უნდა ყოფილიყო :

MY WAY

“ჩვენ მხოლოდ გირჩევთ, გზა შენი ასარჩევია- დღემდე ამას მეუბნებიან ჩემი მშობლები. ჩემი გზა კი ძალიან თავისუფალია, ყველა სტერეოტიპისგან დაცლილი. თავისი მორალური პრინციპებით და პრობლემებით. მამა ეპისკოპოსია. საზოგადოების მიერ დადგენილი წესებით მე მის სახეს უნდა წარმოვადგენდე. უნდა ვიყო ისეთი, როგორსაც საზოგადოება ელის. ამ ფონზე ძნელია ჩემი მიღება, ისეთად მიღება, როგორიც ვარ. გასაკვირია, მაგრამ დღემდე რელიგიური იდენტობა არ მაქვს. ძიებაში ბევრი დრო დავხარჯე და ყველა ქრისტიანული კონფესიის მრწამსი ვისწავლე, მაგრამ გადაწყვეტილება დღემდე არ მიმიღია. ისე კი რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი, როცა მე ისიც კი არ ვიცი მჭირდება, თუ არა საერთოდ რელიგია…ეს ალბათ საკუთარი თავის ძიების პროცესია. ეს პროცესი მტკივნეულია ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და საზოგადოებისთვისაც, რადგან ამას მათ სტერეოტიპის დანგრევა უწოდეს. დანგრევა კი მათთვის ყოველთვის ცუდთან ასოცირდება. მე კი სულაც არ მაინტერესებს რა სახელი დაერქმევა ამას. მთავარი თავისუფლების მოპოვებაა…თავისუფლება ყველასგან და ყველაფერში…ესაა ჩემი გზა… ”

სულ ეს იყო :ბის: სავარაუდოდ “ჩვენ ექსპრესში” გავა ეს “რაღაცა” :D
მე ლექსიკა მაინცდამაინც არ მომწონს როგორცაა დაწერილი, მარა ორ წუთიან კლიპში სხვანაირად ვერ ჩატევ
ისედაც ათასჯერ შევამოკლე ნაწერი :D
რაღაცას დაემსგავსა ბოლოს :P
წავედი, თორე …. წავედი :D

p.s.პოსტს სახელი ბოლოს დავარქვი :D საერთოდ ეგრე ვიცი .. ვიწყებ თავიდან და ბოლოს ვხვდები რა გამოვიდა :D

უფასო პოლიტიკური რეკლამა

ორი დღეა ჩემი ყურადღება რეკლამებმა მიიპყრო…განსაკუთრებით თვალში საცემი ახალი უფასო პოლიტიკური რეკლამებია. გენიალური ფრაზებით…მაგალითად, დავით გამყრელიძის ” ექიმი, მეწარმე , ლიდერის ” ალტერნატივა გამოჩნდა : ” არქეოლოგი, ეკონომისტი, სამართალმცოდნე” (პ.გ. “ჩვენ თვითონ”-ის ერთ-ერთი კანდიდატი). აქვე ხმის მიცემის სურვლის აღძრავს კახა ქორიძის რეკლამა, რომელიც მე პირადად ბრაზილიურ-მექსიკური სერიალების გამოძახილს უფრო მაგონებს. “ღიმილის ბიჭების” კადრების ფონზე მრავლისმეტყველი გამოხედვით ფიქრობს, მისი ფიქრი კი რატომღაც ეთერში ისმის . განსაკუთრებით ის მომენტი მომწონს , რომ ფიქრობს “მე ამას შევძლებო” და ამ დროს კისერს ამაყად რომ იღერებს..არ შემიძლია არ აღვნიშნო ქრისტიან-დემოკრატების მრავლისმომცველი რეკლამები..აქ ნაკლებადაა სახუმაროდ საქმე, როცა მათი “აღსასოებელი მისია” საქართველოს მოვლაა, აღსასოებელი თავის მხრივ “ილიელობას” გულისხმობს..ანუ ლოგიკურად ჯერ უნდა იყო ილიელი, რომ მერე ემსახურო აღსასოებელ მისიას და მოუარო საქართველოს. . . :D
ამ რეკლამების ფონზე საერთოდ გადამავიწყდა ქართულ სარეკლამო სივრცეში არსებული სიდუხჭირე…
” მე ვარ ბლანტი ნახველი”- სადაც ნახველი რატომღაც მქსოვიარე, რაც მთავარია მდედრი არსების სახითაა წარმოდგენილი, დისკრიმინაციის ბრწყინვალე მაგალითი :user:
და კიდევ Parodontax-ის მადისაღმძვრელი რეკლამა, რომელიც მხოლოდ ერთი კადრით შემოიფარგლება და ასახავს კბილების ხეხვის ერთი შეხედვით უწყინარ პროცესს …
ისე მთლად კრიტიკად რომ არ გადავიქცე იბერია ჰილსის რეკლამები მომწონდა , ახლა რაც ტრიალებს იმ რეკლამებიდან სუპერ მობის რეკლამები მომწონს http://www.mobi.ge/forum/index.php?showtopic=1708 ;) – და რომ გამიკეთებთ, ისევ მობილური იქნება? …

და მაინც, ცუდია რეკლამა თუ კარგი, მაინც მოაქვს შედეგები…და შესაძლოა ერთ დღესაც Parodontax-ის რეკლამის შემყურე მოქალაქემ, რომელიც კბილების ხეხვისას შესაბამის სიმპტომპს აღმოაჩენს, ადგეს და გადაწყვეტოს შეიძინოს ის :P

ღმერთმანი…

violin…

ორი დღის წინ აჟიტირებულმა მეზობელმა დამირეკა და სასწრაფოდ მოი ჩემთანო მთხოვა … ნუ მივედი და დამხვდა საოცრად გახარებული- “სინათლის წელიწადს” “სკრიპაჩი” სჭირდებაო, ჩემმა უფროსმა დამავალა გამეკითხაო ხოდა რაღა შორს წავიდეო…ცოტა ხანს მეც შემომეღიმა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ უკვე 4 წელია, რაც ნორმალურად არ მიმეცადინია..ბოლოს Nightwish-ის ghost love score-ეს შევეჭიდე და ისიც არ დავამთავრე . მოკლედ დროდადრო კი ჩნდებოდა საჭიროება- ხან სკოლაში და ხან სახლში (:D) დაკვრისა, მაგრამ არ მიმეცადინია..ისედაც, მუსიკალურ სკოლაში ყველაზე ზარმაცი მოსწავლე ვიყავი, მასწავლებელს გაკვეთილებზე ნერვებს ვუშლიდი, სახლში მეცადინეობა მეზარებოდა. მაგრამ მაინც მისი საყვარელი მოსწავლე ვიყავი, გაცვეთილი ფრაზით ” ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი” . მოკლედ, ბევრი ცრემლიც დამიღვრია, ხშირად ურტყმევინებია თითები გრიფზე და ჩამჭრია თითის ბალიშები…მაგრამ ასე იყო თუ ისე არ ვიცი როგორ გამოცდაზე არაჩვეულებრივად ვუკრავდი. საწყალი კაცი (ჩემი მასწი) ცრემლად იღვრებოდა ხოლმე :) მეშვიდე წელს, ბოლო გამოცდაზე ისე დავუკარი, რომ მეთვითონაც ამეტირა და ისე ვიგრძენი თავი – მე და ვიოლინო ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნითქო :D ხოდა მერვე წელიც მივაბი :) მერე სხვა მიზნები გავიჩინე და მუსიკას შევეშვი, ანუ იდეაში პრაგმტიზმმა შემიპყრო :)

დღეს არც მახსოვს რამდენჯერ ამოვიღე ფუტლიარიდან ვიოლინო…დაკვრა მინდოდა, მაგრამ რავიცი, მგონი შემეშინდა , რომ ვერ დავუკრავდი და …

ეგ ფობია მაქვს ეხლა დასაძლევი :P

ამ..და ესა კიდე, მაშინ დავწერე ერთხელ ძალიან რომ მინდოდა დაკვრა და ვიოლინო გვერდით არ მქონდა :D :


“აი ის არის…ის მელოდიაა…ყველა ნოტი რაღაც იმპულსით მოდის და მირტყავს მთელ სხეულში…პულსი ზუსტად ითვლის მელოდიის ტაქტებს…გულის ცემის რიტმი დრამების ყოველი დარტყმის ექოდ ისმის ჩემში…ელექტრო გიტარა თავის პარტიას ასრულებს…მინდა რაც შეიძლება ხმამაღალი ბგერები ამოვუშვა ყელიდან, ვყვირი…მაგრამ ჩემი ხმა არ მესმის…მარტო ელექტრო გიტარის ხმა, გიტარისტის პარტია, დრამის ყოველი დარტყმა…ბასი პულსს მითვლის..ვხვდები, რომ ჩემს ხმას უკვე ვეღარ უძლებს საკუთარი სხეული მაგრამ მაინც ვმღერი…მთელი სცენა ჩემი ოფლითაა გაწუწული…მიკროფონი სადღაც გაქრა და აი ვიოლინო…ნაცნობი ხმა…თითქოს არ მეყო ნებისყოფა ბოლომდე მემღერა და უხმოდ ვიოლინო ავიღე ხელში…თითქოს ველოდი დაძაბული ამ ნოტს, პირველ ბგერას…ვგრძნობ ხემის თითოეულ გასმას სიმზე…თითებს ისე ძლიერად ვაჭერ სიმებს, რომ დამესერა და დამეჭრა…სისხლი წვეთავდა…მაინც ვაგრძელებ…სისხლი სიმებს ჩამოუყვა და გრიფზე ჩამოედინა … და ჩემს თეთრ ხემს ვარდისფერი შეერია…მაინც ვუკრავ…თვალები თავისით მეხუჭება და თითები თავისით უკრავენ….სისხლიც თავისით მოდის…სადაცაა სიმები გაწყდება, გაიცრიცა უკვე…ხემი დამძიმებულია სიმებიდან შეწოვილი ჩემი სისხლით და მაინც ვუკრავ…თითებიდან სისხლი უკვე ნიაღვარად მოდის და მაინც ვუკრავ…გაივსება, ვიოლინო სისხლით გაივსება…მორჩეს, უნდა მორჩეს მელოდია…ვიცლები და თითები თავისით იცლებიან სისხლისგან იმიტომ რომ თავისით უკრავენ…თვალებიც თავისითაა დახუჭული…

და მელოდიაც თავისით გაჩერდა…

ბოლომდე დავუკარი…
პიუპიტრზე უკვე დახურული ნოტები იყო მისვენებული…
ხემი ვარდისფერია…მაგრამ მძიმე აღარ…
თვალები თავისით დახუჭული….
თითებს მარტო ჭრილობები ეტყობა…თავისით…

რა ვარდისფერია ხემი….”

სამი დღე და მე

სამი დღე და მე უინტერნეტოდ :) არც caucasus – ი და არც გადაუხდელობა, მეზობელი წავიდა და თან წაიღო :D მოკლედ, სოფელში წასვლის წინ გამორთო მთელი ელექტრო მოწყობილობები და ჰაბი (თუ რაღაც ესეთი , ჩემთვის უბრალოდ ინტერნეტის წყარო :D ) -ც გათიშა … მოვედი სახლში ჩემთვის, წყნარად, ჩავრთე კომპიუტერი და რას ხედავს ჩემი თვალები…
მოკლედ…გავიდა სამი დღე…ისე სხვა თუ არაფერი კომპიუტერი მაინც დავალაგე, ფოლდერები გავწმინდე, პროგრამები ამოვშალე რაც ზედმეტი იყო, ფლეშკაც დავალაგე …

მეორე კორპუსის რესურს ცენტრი შევისწავლე ძირფესვიანად და დავადგინე, რომ შუა რიგში, ბოლოდან მეორე კომპიუტერში მსნ-იც არის და სკაიპიც, ოპერაც და მოკლედ ყველაფერი რაც სრული ბედნიერებისთვის არის საჭირო

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ერთხელ კიდევ დავრწმუნდი კომპიუტერის უინტერნეტოდ ქონას რომ აზრი არ აქვს :)

მივხვდი, რომ კომპიუტერი სუბლიმირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა :P

მივხვდი, რომ მამას წვერი უფრო გაზრდია და დედას გემრიელი საჭმელების გაკეთება სცოდნია :D

თურმე ჩემი ძმა დღითი-დღე უფრო კარგად დგება სკეიტზე

თურმე ქეთის გაკვეთილების სწავლა აღარ ეზარება და ნინი ანბანის ყველა ასოს ცნობს

თურმე ქსოვა არ დამვიწყებია :user:

მოკლედ…არც თუ ისე უსარგებლო იყო უინტერნეტობა :yes:

ჰო, კიდევ მომივიდა ათასობით თემა,რის შესახებაც შეიძლება ბლოგზე დაიწეროს, მაგრამ ინტერნეტი ჩაირთო თუ არა ათასივე დამავიწყდა :D

ექსპერიმენტი , Part II

კექსიმ ჩემი გამოცდა გადაწყვიტა და აი ეგერ სიტყვებიც :
ლეღვი
ჭიქა
ცხვირი (:D)
წიწაკა
კლავიატურა
მთვარე
ღამე
შიმშილი
ეგოიზმი
ფული
ცეცხლი
ლიფჩიკი
ასვალტი
მეტრო
და ბოლოს კექსი !!!
აშკარადა მაქსიმალურად დაძაბა ფანტაზია და არ დამინდო , რის გამოც საკმაოდ ვიჭყლიტე ტვინი, მარა მაინც … ეს წინა ექსპერიმენტის გაგრძელებაა, ანუ იმ გოგოსი წეღან ქე რო დავპოსტე :D აწი აებმება ეს ექსპერიმენტი ამ გოგოზე და ვნახავ ბოლოს რა გამოვა :P…

… თურმე კიდევ ჩამეძინა იმზე ფიქრში რატომ გამეღვიძა ასე ადრე მეთქი..მოსაღამოვებულა უკვე. როგორც ჩანს აბებმა თავისი გაიტანა და დიდხანს გამაბრუა..შიმშილმა გამაღვიძა. ავდექი და ლიფისამარა მაცივრისკენ წავედი. გამოვაღე და ჭიქაში ჩამოსხმული ლეღვის მურაბის გარდა არაფერი დამხვდა, თან ზედაპირზე ობი ჰქონდა მოდებული…იქნება პური მაქვს?- გამოვაღე კარადა და არც პური დამხვდა..კექსი გამახსენდა, ეგ მაინც ხომ ყოველთვის მაქვს…წავედი მეორე კარადისკენ და იქაც არაფერი…მივაჯახუნე რაც ძალი და ღონე მქონდა კარადის კარები და სამზარეულოს მაგიდაზე შემოვჯექი. ჭკვიანური გამომეტყველებით მოვავლე თვალი იქაურობას, მაგრამ სადღაც ლურსმანზე ჩამოკიდებული გამხმარი წიწაკის მეტს ვერაფერს ვხედავდი. ფულიც აღარ მაქვს…საცოდავი ორ ევროიანი მიგდია სუვენირად. მეტი რა გზაა, ,მშია…საღამოს შვიდი საათია… გადახურდავება მეტროში მომიწევს, ამ ოხერ უბანში სხვაგან არსად არაა ნათელი წერტილი..ზიზღით დავიწყე ჩაცმა და გავედი თუ არა გარეთ ჩემი ეგოიზმით სავსე თვალები მოვავლე იქაურობას. არა, ეგოისტი არ ვარ, უბრალოდ, მოდი და არ შეგშურდეს გარეთ მოსეირნე ადამიანების, ჩემსავით მოსეირნეებისა კი არა- სახლიდან ცხვირს მარტო იმიტომ რომ ყოფენ, საჭმელი გვშიაო…აი ისეთების, რომ არ უნდებათ ღამეები გაათენონ ინტერნეტთან და კლავიატურა ცვითონ…მივაბიჯებდი ასფალტზე და საცოდავად განახევრებულ მთვარეს ვუყურებდი იქვე, გუბის ანარეკლში…ღამე ყოფილა…

ექსპერიმენტი

წერის საღერღელი რომ აგეშლება ადამიანს ეგაა რა…

internew-სში მოვრჩით პროექტს .. აარ მინდოდა რაა… ეხლა არ მკითხოთ აბა გვანახეო- აარა, move maker-ის ფორმატშია და აარ მევასების :D მოკლედ.. რის გამოც ვპოსტავ მოცემულ მომენტში. პირველ დღეს, ასეთი დავალება მოგვცეს : უნდა გვეთქვა სიტყვები, რომლებიც იმ წამს მოგვადგებოდა ენაზე და ჩამოგვეწერა 15 სიტყვა.. დავაბრეხვეთ რაღაცეები და ბოლოს აღმოჩნდა , რომ ამ სიტყვებისგან მოთხრობა უნდა შეგვედგინა და ვინც მეტს გამოიყენებდა ამათგან ის გაიმრჯვებდა :D თავიდან, სანამ გვეტყოდნენ მოთხრობისთვის გვჭირდებაო, რააღაცა ვიგრძენი რაშიც იყო საქმე და საადღაც ჩემთვის საჭირო სიტყვები ჩავაკვეხე- ბლოგი, ფორუმი,საწოლი… :D მოკლედ, ასე თუ ისე სიამ ასეთი სახე მიიღო :

ბლოგი
მობილური
ყვავილი
ხელფასი
სტუდენტი
ბურთი
ფორუმი
წიგნი
საწოლი
მაღვიძარა
ვარსკვლავი
აღშფოთება
სიყვარული
თანსწორობა
აბები

სულ ერთი წამით ჩავფიქრდი და მუზა მომიფრინდა … :

დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა. საწოლში საშინელი არეულობა იყო. მობილური ბალიშის ქვეშ, მაღვიძარა ფეხებში მედებოდა. წამოვჯექი, თვალდახუჭულმა ფეხებით ფლოსტებს დავუწყე ძებნა და ბურთი მომედო. გადავიფიქრე ადგომა და ჩავწექი ისევ..რატომ გამეღვიძა- ჩავიბურტყუნე და გამახსენდა წუხელ როგორ დავიძინე. გვიანობამდე ფორუმზე შემოვრჩი, აღშფოთებული ვპოსტავდი საკუთარ თემაში და ცოდნის ტაძრის სტუდენტებს ვუმტკიცებდი , რომ თანასწორობა ყველაზე მნიშვნელოვანია და ქალის ცხოვრება ქმრის ხელფასზე არ უნდა იყოს დამოკიდებული…უკვე თენდებოდა, ცისკრის ვარსკვლავი გამოჩნდა, მე ჩემი ბლოგის ფანჯარა მქონდა გახსნილი და გულმოდგინედ ვცდილობდი ახალი პოსტის დაწერას. რაზე უნდა დამეწერა ისიც ვერ მოვიფიქრე. სადაც გაიხედავ ყველგან სიყვარულზე წერენ, მომწყინდა, ყველაფერი თინეიჯერის დღიურში ჩაკრულ ყვავილს გავს…ბოლოს მივხვდი, რომ უნდა დამეძინა, გამოვრთე კომპიუტერი და დაძინება დავაპირე, მაგრამ ვერა…გამიკრთა ძილი. წამოვხტი და დამამშვიდებელ აბებს ვწვდი, მუჭით მოვხვეტე და დავლიე…ნეტა ჩამეძინოს…

:bis: სულ ეს იყო :bis: დრო შეზღუდული იყო, თორე სიამოვნებით განვავრცობდი :D

“წიგნი”-ს გარდა ყველა სიტყვა გამოვიყენე და მოვიგე კიდეც :D ყველაზე გენიალური ერთ-ერთის იდეა იყო : ” ბოლოს როგორც იქნა გოგო და ბიჭი შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბიჭი კალათბურთელი იყო და ყვავილების მაგივრად ბურთით მივიდა პაემანზე”… ნო კომენტ :D (მთელი სერიოზულობით იყო ეგ დაწერილი :D )

ჰო, კიდევ ერთი იყო, ორი სურათი მოგვცეს, ერთმანეთთან რომ არ იყო შუაში ისეთი და უნდა დაგვეკავშირებინა და შეგვედგინა ისტორია :D აი მაგაზე კი ვიტანჯე, ჰიუ გრანტის ცვილის ქანდაკებასთან იყო გადაღებული ერთ-ერთი ჩვენი ტრენერი და მეორე სურათი კიდე – გემი მიდიოდა და ნაპირზე მოტოციკლიანი ბიჭი იჯდა :D მაგის დაწერა მეზარება, ფრიად გულისამაჩუყებელი ისტორია კი გამოვიდა ისე :D

წავეი ეხლა..გული მიგრძნობს კიდე შემომეპოსტინება :D

კეთილი მძღოლი

კეთილი მძღოლი…საწყალი, ნამეტანი კეთილი აღმოჩნდა და 10 კაციან მარშრუტკაში დამატებით კიდე 9 ამოიყვანა.სულ ცოტა ხანში უჟანგბადობით მომჩივანმა ქალმა წუწუნი \ წიწინი დაიწყო. მოპირდაპირე გახსნის პერსპექტივიან ფანჯარასთან იჯდა სხვა ქალი, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებდა ფანჯრის გახსნაზე- ისედაც სახსრებში მტეხავსო…მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მთელი მარშრუტკა ერთხმად აყვირდა- ზოგი მძღოლს ეჩხუბებოდა, ზოგი იმ ქალს, მერე ერთი კაცის ხმა შევნიშნე, (კაცის რა, ბაბუა იყო უკვე), რომელიც თავის მხრივ ერთ ბებიას ეჩხუბებოდა ათასნაირი გულისმკვლელი სიტყვით…ისეთ ცუდ ხასიათზე დავდექი კინაღამ ჩამოვედი იქედან, მაგრამ მძლია პუნქტუალურობის წყურვილმა და მოთმინებით დავილოდე ჩემს გაჩერებამდე…სოლოლაკში ამოვედი დიდი იმედით, რომ გზა არ ამერეოდა (ჩემი ორიენტაციის უნარიდან გამომდინარე) და ის ის იყო მივხვდი რომ მოვაღწიე ოფისამდე, ვიღაც ნაცნობი მეძგერა- დედაა, როგორ ხარო, სახლში რას შვრებითო, მამა კიდე უკრავს დრამებზე თუ სულ დაანება თავიო..(ეუფ, აი აქ კი დავფიქრდი, ჯერ ისედაც აზრზე არ ვიყავი ვინ იყო ..ახლა მამაჩემი და დრამები…20 წლის იყო ანსამბლიდან რომ წამოვიდა…იმის მერე თავისთვის უკრავს ხოლმე, ეპისკოპოსია ეხლა და ნაკლებად მაგის დრო, სოფელში რომ ჩავდივართ მარტო მაშინ :) ) ხოდა მთელი ჩემი გულთბილი ემოციები დავძაბე და მეც მოვიკითხე … გამოვაგრძელე გზა და მოვედი აქამდე…მერე დავხედე ყოველი შემთხვევისთვის ჩემს დიად პროექტს და რომ მივხვდი მეზარებათქო გავედით და ყავა დავლიეთ მე, ბესომ, ვინიმ … მოკლედ…ეხლაც ესე ვზივარ და ველოდები როდის მოვა ის ბიძია რომ ჩემს ვიდეოს ფორმატი შეუცვალოს :D ვიჯდები ესე სანამ მოვა და ვპოსტავ და ვპოსტავ :D …

ავტომატური კარადა

ამ დილას აღმოჩენა გავაკეთე…რაღა აღმოჩენა, მაგრამ მაინც…შევნიშნე, რომ ჩემი კარადა ავტომატიკაა :D …ესე იგი, როგორც კი მოგინდება რაიმეს მოძებნა, საკმარისია ერთი რამე მაინც ოდნავ მაინც გამოსწიო შენსკენ, რომ მთელი კარადა შენს თვალწინ გადაიფინება იატაკზე…თავის მხრივ იატაკიდან გაცილებით ადვილია კარგი არჩევანის გაკეთება ;) იხ. :

ეს კიდე ჩემი ჩანთის შიგთავსი…

ესე იგი..რაც უფრო არეულია ჩემი კარადები, ჩანთები და ა.შ. მით უფრო კარგად ვგრძნობ თავს :D

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
ოქტომბერი 2008
    ნოე »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)