17.10-25.10
როგორც იქნა ვცდილობ დავწერო კვირის ყველაზე მძიმედ დასაწერი პოსტი- 7 დღოვანი, 7 სურათიანი. ძნელი დასაწერია, კიდევ კარგი ტელეფონის დრაფტებში ყველა დღის ასოციაცია მქონდა ჩანიშნული. რასაც ვიწერ ის აღარ მავიწყდება საერთოდ..
მაშ ასე, ორშაბათი:
დღის ასოციაცია- ტანსაცმელი, რომელიც არ ვიცი რატომ იკავებს ადგილს ჩემს კარადაში! რამდენი რამეა ასეთი რა.. ნაცრისფერ ფერს საერთოდ ვერ ვიხდენ. რატომ მაქვს ნაცრისფერი ტანსაცმელები? თან ყველა დიდი მოწადინებით ვიყიდე. ის თეთრი ზედა კიდე.. პოსტიც კი დავწერე მახსოვს მაგაზე, ისე მომეწონა და ერთხელაც არ ჩამიცვამს! დარწმუნებული ვარ, ყველა თგვენგანს მოსვლია ასე. დაუდევრად ვიცი რაღაცის ყიდვა : ( ამიტომ ორშაბათს გადავწყვიტე “ასჯერ გავზომო, ერთხელ გავჭრა” :D ისე, ჯიბრით ერთხელ მაინც უნდა ჩავიცვა ეგ თეთრი ზედა და თუ მაგით შეგხვდით და არც ისე ბედნიერი სახე მქონდა, არ იფიქროთ, რომ თქვენი ნახვა არ გამიხარდა :D
სამშაბათი :
მამუკას გამოფენაზე ვიყავი. ამაზე ცალკე პოსტს დავწერ აუცილებლად. ძალიან მაგარი იყო მართლა!
____________________________________________________________
ოთხშაბათი:
ჩეემი თევზი : ) მაისის მერე გყვავს. ამის გარდა სამი გყვავდა და ამან მოკლა ყველა :| ერთი დაკბინჩა, მეორე აკვარიუმიდან ამოაგდო და საწყალი, წამებით მოკვდა ალბათ. მაგრამ ეს მაინც მევასება :D ძაან საყვარელია, აკვარიუმთან მიახლოებულს თუ დამინახავს, ცხვირით ეკრობა მინას და ფართხალებს. რომ ვყიდულობდით გვითხრეს, ეს თევზი პატრონს ცნობსო. ხოდა სულ მე რომ ვაჭმევ ხოლმე მცნობს. იმდღეს ისე მომინდა ჩახუტება, ფეისბუკზეც დავპოსტე :D _______________________________________________________
ხუთშაბათი:
ჩემი სუსტი წერტილი- ვერცხლი :D საბედნიეროდ არ იშურებენ ხოლმე ჩემები მამარაგებენ ხოლმე საყვარელი ბეჭდებით. იაფია ძალიან ვერცხლი და არასოდეს არ მესმის რატომაა ოქროზე იაფი, ვერცხლი უფრო ლამაზია! დღის ასოციაცია კი ეს “განძთსაცავი”-ა . ჩემი ყველა სამკაულისმაგვარი აქ მაქვს ჩაყრილი და ჩემი დებისთვის სახლის ტერიტორიაზე ყველაზე საინტერესო ადგილია :D იმდღეს მთხოვეს, შეიძლება აღებაო? არადა დიდი საფრთხის ქვეშ იდგა, თუ ნებას დავრთავდი, მაგრამ რომ გამახსენდა მე რა ძალიან მიზიდავდა უფროსების ბრჭყვიალა ნივთები, ამიტომ მართალია ხელის კანკალით, მაგრამ მაინც მივეცი :D
პარასკევი:
აწ უკვე ხსენებული ხელნაწერთა საცავი. ამ დღეს როგორც იქნა მივხვდი, რომ შევეჩვიე ე.წ.ჯგუფელებს. ე.წ. იმიტომ, რომ რეალურად ჯგუფი არ არსებობს, უბრალოდ დიდი ხელოვნებათმცოდნეები დაგვიძახეთ :D პრინციპში, კარგი შეგრძნება იყო, რომ მივხვდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც მოვახერხეთ ჯგუფად გარდაქმნა : )
შაბათი:
აქსენ ფორტე და ჟაანდაბა :D თუმცა რა ჯანდაბა, რამდენიმე დღეა მისით ვცხოვრობ. კბილი მტკივა. ვერ ვიტან საერთოდ ექიმთან წასვლას და მითუმეტეს სტომატოლოგთან :| მაგრამ ამჯერად უკვე ერთი სული მქონდა გავქცეულიყავი და ჰოი- თბილისობა, ვიკენდი და ა.შ. მოკლედ, დღეში 3-ჯერ მიწევს ამის დალევა და გაბრუებული ვარ უკვე _____________________________________________________________
კვირა:
საკრალური ნივთი ოჯახში :D ვინაიდან სახლში 12 ფეხი მოძრაობს, იატაკი ძალიან ხშირად არის ცუდ მდგომარეობაში და მთელი დღე გვიწევს ამ რაღაცით სირბილი. დილა მეზარება ჭირივით უკვე, რომ ვიცი, რომ ამით უნდა დავიარო მთელი ოთახები. კვირას განსაკუთრებით- რადგან სახლში ვარ, ორ-ორჯერ მიწევს ხოლმე ერთი და იმავე რაღაცის დაწმენდა :D
ეუF..გავედი ბოლოში. ძაან ძნელია ასეთი პოსტის წერა :|













ზატო კითხვაა ადვილი. :P
ხო, თქვენ რა გიჭირთ :D
:lol:
ყველაზე წუწუნა ბლოგერი ვარ მსოფლიოში :D
ჩემი წუწუნა :wub:
ჩემი ფერია :wub:
დანარჩენი მსნ :lol: აუ ბლოგზეც ვეღარ ვიკავებ გრძნობებს სინ :user:
აქსენ ფორტე რომ არ არსებობდეს…
მმმ
მიყვარს აქსენ ფორტე…
არანაირი ანალგინ-ბარალგინ-კეტანოვები :)
ვერცხლი მიყვარს მეც ძალიან, ოქროს ბეევრად მირჩევნია! განსაკუთრებით ბეჭდები, უუჰ, ძალიან მიყვარს.
ვერცხლი არ მიყვარს :user:
ოქრო კი.
თეთრი ოქროა ყველაზე ლამაზი (ჩემი მოკრძალებული ჰაზრით :user: )
რა საინტერესო კვირა დღე გქონია : )
რა იყო, ყველა კარტი გავხსნა? :D
:)) მეც ეგრე ვერ თითმის …..
იაფია ძალიან ვერცხლი და არასოდეს არ მესმის რატომაა ოქროზე იაფი, ვერცხლი უფრო ლამაზია!
გეტანხმები
და 12 ფეხი 6 სულს ნიშნავს იმედია ხო?
თორე წამის მეათასედში ვიფიქრე რომ 12 ადამიანი ცხოვრობს მეტქი
ხო, 6 ორფეხა ადამიანს ნიშნავს :D