some cake
დიდი ხანია კატეგორია “ნახევარდიასახლისა” არ განმიახლებია…
როცა კვირა დღეს სახლში ატარებ, საყვარელი სერიალის ყურებასაც წყვეტ იმ მიზნით, რომ მთელი სეზონი ერთ დღეში არ შემოგეყუროს, შეყვარებულს კი ბევრი საქმე დაატყდა თავს და ვერ იცლის შენთვის, ისღა დაგრჩენია სამზარეულოს მიაშურო :)) საერთოდ, მოწყენილობისას ძალიან კარგი საშუალებაა გასართობად საჭმლის კეთება, გამოცხობა…
საახალწლოდ დედას ელექტრო ღუმელი ვუყიდე, რომლის ყიდვაც ძალიან იაფად, 100 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი და ძალიან პრაქტიკულია ცხობისთვის. ადრეც გვქონდა, მაგრამ ის ცოტა ნაკლებ ფუნქციებიანი იყო. გაზის ღუმელი კიდევ რაღაც არ ვარგა…

რამის ცხობას რომ გადაწყვეტთ, პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ რა უნდა გამოაცხოთ. ჩიზქეიქს ვაპირებდი, მაგრამ სათანადო ყველი ახლო მანძილებში არ იშოვებოდა :D მერე ბევრი ვეძებე თუ ცოტა, შარშანწინ წიგნის ფესტივალზე ნაყიდ წიგნს ძველი და მამაპაპური რეცეპტების წიგნი ვამჯობინე და ერთ-ერთი ტორტი ამოვირჩიე. პრინციპში მთლად ტორტი არ ერქმის, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ისეთი მასალებისგან შედგებოდა, სახლში მარაგის სახით რომ მოიპოვებოდა და სპეციალური შოპინგის მოწყობა არ იყო საჭირო, ეს ამოვირჩიე.

მასალა:
- კვერცხი – 2 ცალი
- შაქარი – 3 ჩაის ჭიქა
- კარაქი – 350 გრამი
- რძე – 2 ჩაის ჭიქა
- კაკაოს ფხვნილი – 2 სუფრის კოვზი
- შესქელებული რძე – 1 კოლოფი
- სოდა – 1 ჩაის კოვზი
- ძმარი – 1 ჩაის კოვზი
- 1 დიდი ფორთოხალი
მომზადების წესი:
2 კვერცხით და ორი ჩაის ჭიქა შაქარით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. შევაზილოთ 100 გრამი დარბილებული კარაქი, ორი სუფრის კოვზი კაკაო, ერთი ჩაის ჭიქა შაქარი. დავასხათ ორი ჩაის ჭიქა ცივი რძე, დავამატოთ სოდა-გახსნილი ძმარში, ვანილი, ცოტა მარილი და კარგად გავთქვიფოთ. შემდეგ დავაყაროთ სამი ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი. [შიგადაშიგ, დაინტერესებულ პატარა დას უფლება მივცეთ თვითონაც გათქვიფოს მიქსერით მიღებული მასა :D ]

შემდეგი ეტაპი - მიღებული ცომის ღუმელში მოთავსება…
სანამ შევდგამთ, იქამდე უნდა გაცხელდეს. მერე ცხელ ჟარუნას (რა ჯანდაბა ჰქვია ქართულად?) წავუსვამთ ცხიმს, მოვაყრით ცოტა ფქვილს და ჩავასხამთ ცომსა:

ცოტა ხასიათი გამიფუჭდა ამის გამო, მაგრამ არ დავნებდი და მოვიფიქრე ასეთი რამ:
ნამცხვარი გავჭერი შუაზე, ორსართულიანად გარდაქმნის მიზნით: )) გადასარევი ტორტის სიმაღლე გამოვიდა.
შუა ნაწილში კიდევ ფორთოხლები ჩავალაგე ცოტა კრემთან ერთად

აქვე კარგი რეკომენდაცია – კრემი ხშირად “იჭრება” კარაქისგან. მერე ისეთი გემრიელი და ფაფუკი აღარ არის ხოლმე. დედაჩემმა შეამჩნია, რომ ამასაც ასე მოსდიოდა და მაშინვე თბილ ცეცხლზე გააქანა. მეგობარს უსწავლებია, რომ თუ შეატყო აჭრის ნიშნები, ორთქლზე, ან ნელ ცეცხლზე შეიძლება შეთბობა, რომ კარაქი სულ სულ ოდნავ გადნეს და კარგად გაიდღვიბოს.
რაც შეეხება მორთვას, ეს სპეციალური შაბლონები გვქონდა და კაპუჩინოთი მოვაყარე გულები :D

დაინტერესებული ნინი მიყურებს როგორ ვკრემავ :D


…ესეც შედეგი…

2011 წელი
წლის შემაჯამებელი პოსტის დაწერა, ყველა ბლოგერისთვის ისეთივე სავალდებულო და საპასუხისმგებლოა, როგორც მოსწავლისთვის გადამწყვეტი საკონტროლო წერა – არც გაცდენა შეიძლება, არც ცუდი ნიშნის მიღება და არც ზედაპირულად მოკიდება. შესაბამისად, მეც ავდექი და გადავშალე ბლოგის გვერდებზე 2011 წელს დაწერილი პოსტები.
აქვე უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი მთელი წელი რომ ბლოგის 2 გვერდში ჩამიტევია, მაგრამ სიზარმაცეს ვერ დავაბრალებ პოსტების ნაკლებობას.
მოკლედ, ვიწყებ 2011 წლის შეჯამებას იმით, რომ ვამბობ: ეს იყო ყველაზე კარგი წელი ჩემთვის, დანარჩენი 20 წლის ფონზე. იმდენი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, მეშინია, რომ სათანადოდ ან ვერ ვიტყვი, ან ვერ დავტევ პოსტში.
2010-ის ბოლოს არც ისე კარგ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ:
იანვარი ნიჭიერით დაიწყო. რუსთავი2-ზე უკვე პრომოები გადიოდა და მართალია ძალიან მიჭირდა ამის აღიარება, მაგრამ ხელის ჩაქნევის პროცესი დაწყებული მქონდა და მეგონა, რომ წელს ვიქნებოდი მის გარეშე. ჩაწერების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგე, რომ დაწინაურებას ჰქონდა ადგილი :D პირველ სეზონზე ვიყავი კონკურსში გამარჯვებული ბლოგერი, ახლა ყველაფერი მბარდებოდა, მეტი შემოსავლით. მოკლედ, ამ კუთხით დავწყნარდი დროებით და კარგად შევეგუე ახალ პასუხისმგებლობებს.
თებერვალში, მეთვითონაც გაოცებულმა ამ საკითხით, ცხვირის ოპერაციის დაგეგმვა დავიწყე. საერთოდ, ამით მივხვდი, რომ ერთია “მინდა გავიკეთო ცხვირის ოპერაცია” და მეორეა მოქმედებაზე გადასვლა, რაც აუცილებლად გამოიხატება პირდაპირ კონსულტაციაზე მისვლაში. საბედნიეროდ, ჩემები დამთანხმდნენ და ყველაფერი ძალიან უცებ აეწყო. ასეც მინდოდა – არ უნდა მომესწრო დაფიქრება, რომ არ შემშინებოდა რამის. რამდენიმე კონსულტაცია და 2-3 კვირაში საოპერაციო მაგიდაზე აღმოვჩნდი.
მარტი პირდაპირ ოპერაციით დაიწყო, 2 მარტს უკვე ახალი ცხვირი მქონდა და გაბრუებული ვიწექი მეცხრე საავადმყოფოს რომელიღაც პალატაში. ოპერაციის ამბებზე ცალკე კატეგორია შევქმენი დაინტერესებულებისთვის – http://tiny.ge/?cat=2151 . ცხვირით 100% კმაყოფილი ვარ. მართალია ძალიან ბევრი კატაკლიზმა განიცადა დროთა განმავლობაში და რამდენიმე ფორმა გამოიარა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დასტაბილურდა, ყველა განვლილ ფორმაზე მეტად მომწონს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეცვალა ფსიქოლოგიური კუთხითაც. ძალიან ბევრი კომპლექსი ჩამომშორდა. შეიძლება ბევრიც დამრჩა, მაგრამ ისეთი არა, რომ 24 საათი მაწუხებდეს.

აპრილი და მაისი კარგად არ მახსოვს გარდა იმისა, რომ ნიჭიერს ვუთმობდი დიდ დროს და თან ვხვდებოდი, რომ ყურებამდე შეყვარებული ვიყავი :D ბლოგზე თითქმის არაფერი დამიწერია ამაზე, მაგრამ დავწერ როდისმე.
წინა წლის შეჯამებაში ვწერდი “მთელი წელია მშვიდად ვარ და არც ვაპირებ სიმშვიდის დარღვევას”, “ცხოვრებაში პირველად არ დავდივარ ურთიერთობებით დამძიმებული” და ა.შ. “ცხოვრებაში პირველად”-ში წელიწადზე მეტი დრო იგულისხმებოდა და ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ამ გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ სრულიად Fresh შევხვდი ახალ ურთიერთობას, რომელიც ზუსტად ისე დაიწყო, როგორც მინდოდა – დაგეგმვის გარეშე, თავისთავად და თავიდანვე ძალიან ძლიერი გრძნობით. ფრაზები “ურთიერთობებით დამძიმებული”, “არ ვაპირებ სიმშვიდის დარღვევას”, თავისთავად მიუთითებს იმაზე, რა ძალიან არაჯანსაღი წარმოდგენები მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით წინა გამოცდილებების ხარჯზე. ახლა არ ვიცი რას ნიშნავს დამძიმება, თუნდაც ჩხუბის დროს (ნუ ხო, ჩხუბის გარეშე ჯანსაღი ურთიერთობა არ არსებობსო ნათქვამია :D ). რომ დავიწყო ახლა, შეიძლება ჩამოვდნე და არ მოვრჩე არასდროს…ასე რომ, მოკლედ და კონკრეტულად: ძალიან შეყვარებული და ძალიან ბედნიერი ვარ.
ივნისში უნივერსიტეტი “დავამთავრე”. http://tiny.ge/after-4-years/ . ძალიან რთული გადასალახი იყო ივნისი – ივლისი იმიტომ, რომ გამოცდების პერიოდი ნიჭიერის პრეკასტინგების დაწყებას დაემთხვა. გზაში ვსწავლობდი ხოლმე და რა თქმა უნდა, ვერ მამახსოვრდებოდა წესიერად…შედეგად, ამ სემესტრში მაქვს კიდევ სასიარულო უნივერსიტეტში.
რაც შეეხება პრეკასტინგებს, დავფრინავდი რომ გავიგე მივდიოდი. ერთი თვით ჩემოდნებზე შეჯდომა არ იყო ადვილი, ძალიანაც დავიღალე, მაგრამ ახლა, თვეები რომ გავიდა უკვე მზად ვერ მეორე წრეზე წავიდე :D გიორგიმ მითხრა, პრეკასტინგების მერე გახდი ჩვენიანიო :))
ზაფხულის ქრონიკები – http://tiny.ge/precastings2011/
კასტინგების ბოლოსკენ, უკვე ვფიქრობდი რა მექნა ნიჭიერის მომდევნო სეზონამდე, რა სამსახური მეპოვა და ა.შ. ისე, ძნელია რამეზე ფიქრი, როცა ძალიან გიყვარს ეს და არ გინდა სხვა. დაბრუნებიდან მეორე დღეს, საბოლოოდ ვალაგებდით ანკეტებს და გიორგიმ მიხმო და ძალიან კარგი ახალი ამბავი დამახვედრა – ამჯერად ჯეოსტარი ჩამბარდა :))
მთელი აგვისტო, ნულიდან დასაწყებ საქმეს დავუთმე შესაბამისად. დაწვრილებით ერთ პოსტში მიწერია – http://tiny.ge/geostar/
სექტემბერში დაბადების დღე მქონდა, რომელიც პრინციპში პირველად ჩავატარე ძალიან მშვიდობიანად და როგორც მჩვევია, ისე ღრენა და ცუდ ხასიათზე ყოფნა არ დამიწყია. შეიძლება იმიტომ, რომ დილა მირიანით, ანტრეს ჩიზქექით და ძალიან cute საჩუქრით დაიწყო :D + ძალიან ბევრი მოლოცვა Fb-ზე
ოქტომბერი არაფერი ისეთი. დაღლას ვგრძნობდი უბრალოდ და ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. დიდი ხანია არ დამისვენია, არსად წავსულვარ სიმშვიდეში და როგორც ვატყობ, ახლაც ვერ მოვახერხებ მინიმუმ ზაფხულამდე. დროდადრო ეს გადაღლა ძალიან თავს იჩენს და მაწუხებს ხოლმე, მაგრამ ჯერჯერობით ვუმკლავდები.
ნოემბერში კიდე ისეთი ახალი ამბავი დამახვდა სამსახურში <3 ამჯერად, საქმე ისევ დაწინაურებას ეხებოდა. ამჯერად მარკეტინგის განყოფილებაში გადავედი და მთეელი რუსთავი2-ის ინტერნეტ მარკეტინგი ჩამბარდა. საკმაოდ საწვალებელი იყო თავიდან დალაგება ყველაფრის. ჯერ ის შედეგი არ არის, რაც მინდა იმიტომ, რომ საახალწლოდ არასდროს არავის არ სცალია, წინასწარი მზადება იყო და სეზონის ბოლო, რამაც ბევრი რამე გაართულა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. რომ ჩაივლის ეს საგიჟეთი, მერე ყველაფერს უკეთესად მივხედავ. ძალიან საყვარელ ოთახში, ძალიან საყვარელ თანამშრომლებთან ერთად ვარ :))

ჩემი ძალიან სამსახურეობრივი დაფა :D
დეკემბერს რაც შეეხება, ქეთის დაბადების დღეზე ლეკვი ვუყიდე და ახლა მთელი ოჯახის გასართობი ის არის :D ძალიან საყვარელია. დანარჩენი რა - მგონი დღემდე საახალწლო განწყობა მერყევად მქონდა – ხან კი, ხან არა. დღეს საახალწლო საყიდლებზე წავედით მე და მირიანი და ახლა კარგად შემომიტია წინასაახალწლო შეგრძნებებმა :) ხვალ, 31-ში, საღამოს ჯეოსტარის ფინალი გვაქვს. მერე კი, ცხოვრებაში პირველად დამოუკიდებლად გავაკეთებ საცივს და ოჯახს გარეთ შევხვდები ახალ წელს.
მოკლედ, ასეთი იყო 2011, ბევრი დეტალების გამოტოვებით იმიტომ, რომ ერთ პოსტში ყველაფერი არ ეტევა. თუმცა, მთავარი რამეები ვთქვი და წინ 2012 წელია, რომელსაც, დიდი იმედი მაქვს, ბლოგზე ორ გვერდზე გაცილებით მეტი დაეთმობა.
გილოცავთ წინასწარ <3
ჩვენი სახლის ახალი ბინადარი
ციტატას მოვიყვან: “მაშინ (როცა მოკვდა) პირობა დავდე, რომ როდისმე ზუსტად ასეთი თაფლისფერი პუდელი მეყოლებოდა! მაგრამ რაღაცა სულ მაკავებს, ალბათ ის, რომ ისე ვიცი შეყვარება, მერე ძალიან მიჭირს ხოლმე გადატანა რამის..”
ამ კვირას, 11 დეკემბერს, ქეთი 11 წლის ხდება. ძალიან დიდი ხანია ქეთიც და ნინიც, ლამის ტირილით იხვეწებოდნენ ლეკვი გვიყიდეთო. საბოლოოდ, რადგან ყველაზე დიდი სურვილი ეს იყო და დაბადების დღეზე სხვა არაფერი გაუხარდებოდა, გადავწყვიტეთ ბოლოსდაბოლოს ყველა იმ სირთულისთვის გადაგვებიჯებინა, რაც სახლში მსგავსი ბინადარის გაჩენას მოსდევს.გადაწყვეტა ერთია და შესრულება მეორე – თაფლისფერი პუდელი, ჯუჯა ჯიშის, არც ისე ადვილი საშოვნელია. ყოველ დღე სხვადასხვა საიტების რეფრეშირების შედეგად, ბოლოს mymarket.ge-ზე მივაგენი. აუცილებლად მალევე უნდა წამოგვეყვანა და დაბადების დღეზე, საჩუქრად და სიურპრიზად შემოტანა არ გამოვიდა – ერთი კვირით ადრე დაიდო ბინა ლეკვმა სახლში :))
წამოსაყვანად დიღმის ცხოველების ბაზრობაზე მივედით. ისეთი ხმაური იყო, ნინის და ქეთის კივილი ცას სწვდებოდა :)) რომ ამოიყვანეს ყუთიდან, აცახცახდა ემოციებისგან. ჩავიხუტე და ასე მყავდა აკრული სახლში მოსვლამდე. სხვათაშორის, არ ჰქონდა უცხოობები და დარდები, იმ საღამოსვე დაიწყო თამაში. ძალიან საყვარელი და მხიარულია.

იმ იასამნისფერ ჩანთაში ზის და გველოდება :)

ღამით იდეაში ყუთში სძინავს, მაგრამ რამდენჯერმე იღვიძებს, თამაში უნდა, მერე მოითენთება და ისევ იძინებს ოღონდ ამჯერად საწოლში, ჩემთან :D არ გვინდა ძალიან გავრყვნათ, რომ მერე მარტომ აღარ დაიძინოს, მაგრამ ისეთი საყვარელია, ვერ ვიშორებ თავიდან ასე ადვილად.
ჯერ გარეთ ვერ გაგვყავს, ერთი თვე მიწაზე სიარული და ფეხსაცმელებით ნასიარულებ იატაკზე დასმაც კი არ შეიძლება, რომ რამე არ შეხვდეს. სამაგიეროდ, შესაძლებლობების ფარგლებში დახტის, დარბის და გვეთამაშება <3 ძილი თუ უნდა, ჩემთან გამოცხადდება და ჩაიკუჭება ხოლმე კალთაში.
ორი პრობლემა გვაქვს:
1. zooplaza.ge-ზე ვნახე ძაღლისთვის კარგი რამეები. საწოლი მაგალითად. წავედით პეკინზე მდებარეში და ჯერ ერთი ძალიან მცირე არჩევანი იყო. რაც იყო, ამის ზომა არ იყო და ისიც ზედმეტად ძვირი ღირდა. დავადგინე, რომ ამ შემთხვევაში ამაზონიდან გამოწერა გაცილებით იაფი დაჯდება.

2. მეორე და მთავარი პრობლემა – სახელი ჯერ ვერ მოვუფიქრეთ. მამრობითი სქესის ბრძანდება :)) გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. თქვენც გკითხავთ და თუ აქ ჩამოთვლილებიდან არც ერთი, თქვენი ვარიანტი მომწერეთ, თორემ დაგვრჩა უსახელოდ ეს ლაწირაკი არსება:
http://worldsbestdognames.com/ - აქედან ამოვარჩიე რამდენიმე. ვერც ერთი ვერ მოვახდინე რაღაცნაირად და ვეღარ გავიგე რა ვქნა…
ბოლოს, ამონარიდი თავში ნახსენები ძველი პოსტიდან:
წარმოიდგინეთ, რა ნეტარებაა საღამოს, დაღლილი რომ მოვალ, რომ მომეხუტება, კალთაში ჩამიჯდება და ერთად დავწერთ ხოლმე პოსტებს :sun:
აი, ასე სძინავს ახლა მკლავზე და მე ვცდილობ, რაც შეიძლება ფრთხილად ვწერო, რომ ხელის მოძრაობაზე არ გაიღვიძოს:)

tic-tac
ოპერაციის შემდეგ, საღეჭი რეზინის (იგივე ჟუაჩკა, კევი, საცოხნი (როგორც რამდენიმე ჩემი სკოლის მასწავლებელი იტყოდა) ) ღეჭვა, გაბერვა, გემოს გასინჯვა (?) და ა.შ. არ შეიძლებოდა, რადგან დეფორმირება შეიძლება გამოიწვიოს და გარდა მაგისა, დიდად არ გიწყობს შესაძლებლობები ხელს, რომ “აღლაჭუნო” (ისევ მასწავლებლების ლექსიკონიდან).
შესაბამისად, ბავშვობის სიყვარულს, ტიკ-ტაკს მივაკითხე. სხვათაშორის, ყველა მაღაზიაში არ იყიდება. პუნქტები უნდა იცოდე :D
მალე, იდეაში საღეჭი რეზინის ვერ ღეჭვის ტანჯვის შემამსუბუქებელი საშუალება, ჩვევაში გადამეზარდა და ახლა, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია ბიგ ბაბოლის უზარმაზარი ბუშტებიც ვბერო, ტიკტაკს მაინც ვერ მოვეშვი.
ყუთებს ვინახავ რატომღაც, მაგრამ ყველას ერთად ვერ მოვუყარე თავი. ზოგი სად დევს, ზოგი სად. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს არასრული რაოდენობაა და შესაჭმელი კიდევ ბევრია!

პ.ს.

http://9gag.com/gag/753162
Sticks + Stones
ფინალურ ოთხეულამდე მაინც მივიდა და დანარჩენებზე მეტად წარმატებული კარიერა მას აქვს, როგორც ვატყობ.
ზოგადად, ყოველთვის კრიტიკა იყო შერის ირგვლივ იმის გამო, რომ იქს ფაქტორი სხვა ფორმატია იდეაში და თავიდან ვერ შეეგუა მაყურებელი რეპსაც რომ ურევდა სიმღერას. თუმცა, მისი გამოჩენის შემდეგ, იმდენი რეპავს წლევანდელ სეზონებში, შეუძლია იამაყოს, რომ გადატრიალება მოახდინა :D
მოკლედ, რატომ მოვუარე შორიდან- ალბომი გამოუშვა ცოტა ხნის წინ. ძალიან ცოცხალი, დადებით მუხტიანი და ენერგიიანი სიმღერებია.პირატული ვერსიების გავრცელება არ არის კარგი საქციელი, მაგრამ შერი კარიერის იმ ეტაპზეა, როცა ძალიან ერთგული ფანების და იმათ გარდა, ვისაც დისკზე მაღაზიებში ხელი მიუწვდებათ, ალბათ ონლაინ იშვიათი გამოიწერს.
ხოდა იმისთვის, რომ უკვე შემდეგი ალბომისთვის ისე კარგად ჰქონდეს აწყობილი საქმე, რომ ყველა კარგად იცნობდეს და მოუნდეთ გამოწერა, ასე თავისუფალ რეჟიმში მოუსმინეთ. მოეწონებათ მათ, ვინც უსმენს R&B-ს, რეპს, პოპს…ერთი-ორი სიმღერა სხვანაირიც არის, უფრო ვოკალი ჩანს :)
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
ეს კიდევ, ძალიან cute კლიპი <3
Pay.ge
ადვილად ორიენტირებადია საიტი, რაც საუკეთესო გამოსავალია ჩემნაირი ზარმაცებისთვის რამის ასახსნელად. ვგულისმხობ, რომ ზოგჯერ რაღაც რომ მაინტერესებს და გასაგებად შევდივარ საიტზე, მხვდება დომხალი და გამოვდივარ, თავს ვანებებ.
მათთვის, ვისთვისაც მარკეტინგი მნიშვნელოვანია (დიდი იმედი მაქვს ბევრია ასეთი :D ). პირველი პუნქტის გარდა, ყველა დანარჩენი ძალიან ეფექტურია. პირველი იმიტომ არ არის ეფექტური, რომ მე მაგალითად, გაზქურების, მაცივრების, ბინების, მობიფეით სარგებლობის სარეკლამო მოწოდებები რომ მომდის მობილურზე, ვბრაზდები.
სარეკლამო ან პრომო ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი იქნება შემდეგი ხერხებით:
- SMS-ების გაგზავნა თქვენ კლიენტებთან, ან მიზნობრივ სამომხმარებლო ჯგუფებთან ლიბერთი ბანკის მომხმარებლების მრავალათასიანი სიიდან
- Facebook-ის მეშვეობით თქვენი სარეკლამო ან საპრომოციო მესიჯის გავრცელება
- ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდება შერჩეული აუდიტორიისათვის
- სარეკლამო წერილების და ბუკლეტების გაგზავნა თქვენ ან/და ლიბერთი ბანკის კლიენტებთან ბანკის საკურიერო ფოსტის Smartex-ის საშუალებით
- თქვენი პროდუქციის ან შეთავაზების განთავსება PAY-ის ონლაინ და Facebook მაღაზიაში
- თქვენი პროდუქციის ან შეთავაზების განთავსება თბილისის ავტობუსების გაჩერების ბანერებზე
ეს არის მერჩანტებისთვის. მერჩანტი დღის სიტყვა იყო სხვათაშორის, ამეკვიატა :D და ხშირად დასმულ კითხვებშიც არის:ვინ არის მერჩანტი?
”მერჩანტს” ვეძახით საცალო ვაჭრობის ან მომსახურების კომპანიებს. ისინი ვინც ფართო მომხმარებლებს ემსახურებიან. ჩვენ გვგონია ”მერჩანტი” უკეთესად ჟღერს ვიდრე ”ვაჭარი”, რომელიც ინგლისური merchant-ის ზუსტი თარგმანია.
რეალურად, რეგისტრაციაში იგულისხმება ის, რომ ბანკი აწვდის ტერმინალს რომელიც იღებს PAY ბარათსაც : )
მოკლედ:
- recommended Sმარტივი-ს ბარათის აღება (რომელსაც დიდი ხანია სახელის გამო ვიწუნებ, მაგრამ დიზაინი მომეწონა და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ავიღებ payთურთ)
- რატომ არის რეკომენდირებული, ნახეთ პრეზენტაცია - http://pay.ge/Content/Files/PAYpresentation.pdf (ეს პრეზენტაცია გააკეთა ლადომ ზუსტად)
- საიტი დაათვალიერეთ იმიტომ, რომ მე ძალიან გავერთე :D
http://pay.ge/
და ბოლოს ვიდეო…ოღონდ ვისაც ჩემნაირი წიკი სჭირს ფლომასტრის და ფურცლის ურთიერთობის ხმაზე, ხმა გამოურთეთ და ისე <3
p.s. მე და ნათია, პრეზენტაციის ყველაზე გემრიელი ნაწილის ჟამს :))) (ქეთის ბლოგიდან აღებულია ფოტო)
სიახლე(ები)
ერთ მშვენიერ, რაღა დღესა და პრინციპში ღამეს, ჯეოსტარის დიადი ნათელი კონცერტების დამთავრების შემდეგ, ისეთი ამბავი გავიგე, იმ ღამეს საერთოდ არ დამეძინა ფორიაქისგან. გიორგიმ რომ მითხრა კარგი საქმე მაქვს შენთანო, კი დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი მართლა კარგს ნიშნავს, მაგრამ მთლა ამდენს ვერ წარმოვიდგენდი : ))
მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, რუსთავი2-ზე არსებული ყვეელა გადაცემის ფეისბუქიზირება დამევალა.
არა მარტო ფეისბუქი, მთელი ინტერნეტის ათვისებას ვაპირებთ, ოღონდ ეტაპობრივად. ბოლო კვირანახევარში უკვე იმდენი რამე მოვასწარით, პრინციპში ისიც მალე იქნება. ფეისბუქს რომ მოვაგვარებთ, მერე ტვიტერს და ბლოგს მივხედავთ. მართალია ტვიტერს მეც იშვიათად მოვიხმარ, მაგრამ ძალიან მინდა გამოყენებადი გახდეს საქართველოში.
ჯერ პირველ ეტაპზე მოვყვები, თორემ მერე იმდენი დაგროვდება, ამერევა თავი და გზაი.
რუსთავი2-ს მართლა ისეთი სახასიათო გადაცემები აქვს, რომ ყველამ იცის, ყველა უყურებს და ა.შ. ფეისბუქთან დაკავშირებითაც, დიდი გამოცდილება გვაქვს და გადაწყდა, რომ თითქმის ყველა გადაცემას უნდა ჰქონოდა თავისი გვერდი. ამ ეტაპზე, ბოლო ერთ კვირაში გაკეთებული და გაშვებული ფეიჯები:
http://www.facebook.com/dasaqmdidadaasaqme
ახალი ბიზნეს პროექტი, რომელიც ბიზნესის გარეთაცაა საინტერესო იმიტომ, რომ არაა მარტო მშრალი ბიზნეს იდეები, არიან გიგი უგულავა და თიბისის, ლიბერთის და საქ.ბანკის გენერალური დირექტორები, რომლებიც “არაჰალსტუხიან” ვითარებებშიც აკეთებენ შეფასებებს.
ვანოს შოუ
http://www.facebook.com/thevanosshow
ვანოს შოუს პროფილი ჰქონდა და გადავაკეთე ფეიჯად. ძალიან კარგი ფორმატია იმიტომ, რომ საშუალებას გაძლევს პირდაპირი ეთერის დროს დაასტატუსო ხუმრობები, დადო სკრინშოტები და ა.შ. ამას ვგრძნობდი პრინციპში იმიტომ, რომ ერთხელ, ნიჭიერის მეორე სეზონის დროს სტუმრად რომ იყვნენ ვანოსთან ნიჭიერები, შევყევი და გამომივიდა ტრანსლიაცია :D
პროფილი
http://www.facebook.com/talkshowprofili
პროფილს ყველაზე რთულ სამუშაოდ აღვიქვამ ახლა მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ნაკლები მასალა მექნება დასადებად სხვებთან შედარებით. ნუ რთული რატომ არის კი იცით, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელზეც ძალიან მინდა ყველა დაჰფიქრდეს:
“ბებია უყურებს და მეც მესმის”, “ტელევიზორი ჩართული იყო და შევყევი”, “დაასტატუსეს და დამაინტერესა” უკვე is too mainstream :D come on, რაც არ უნდა იყოს, არის ისეთი “ცხელი” თემები, რომელსაც მართლა ყველა უყურებს.
იღბლიანი ბორბალი
http://www.facebook.com/igblianiborbali
ამასთან ყველაზე ნაკლებად მქონია შეხება. სახალისო საყურებელია, დუტაა ბოლოსდაბოლოს. + ისაა კარგი, რომ სიტყვების გამოცნობაში შენც ერთვები შენდაუნებურად და it’s fun. რეიტინგიც კარგი აქვს.
ჩემი ცოლის დაქალები
http://www.facebook.com/chemicolisdaqalebi
ეს ახალი ქართული სერიალია, რომლის მხოლოდ ანონსები მაქვს ნანახი. დაინტრიგებული ვარ :D უახლოეს დღეებში მეცოდინება დაწვრილებით ყველაფერი და დავდებ მაშინვე! : ))
ნელ-ნელა კიდევ დავპოსტავ რასაც გავხსნით და შევუდგებით. აურაცხელი საქმე მაქვს, 12-1 საათიდან 8-მდე მაინც ვერ ვაღწევ ოფისიდან. თან ამ ყველაფერს დამატებული ჯეოსტარი, რომელსაც ფეისბუქის გარდა ბლოგი აქვს, რომელზეც ყოველ დღე ვპოსტავ და არ დავუშვებ ყურადღება მოაკლდეს :D ამის მიუხედავად, სადაც ამდენი, იქაც ჩემმა ბლოგმა რა დამიშავა და მინდა ენერგიები ამისთვისაც მოვიკრიბო. ყოველ დღე ზეფილოსოფიურ პოსტებს ვერ გადმოვაფრქვევ, მაგრამ ვეცდები ყოველ შემთხვევაში ხშირად პოსტვას.
მოკლედ, შემოუერთდით ფეიჯებს, ყველა ხელთ რომ მექნება ცალკე გვერდს გავუკეთებ აქ და ადვილი იქნება ორიენტირება სადა ვარ და რას ვჩადი…
Alcatel OT-808
თავიდან რომ დაარეკლამეს, გულში კი ჩამივარდა და რამდენჯერმე დავაპირე ყიდვა, მაგრამ მე სანამ რამეს გადაწყვეტ, ცხოვრება გადის ხოლმე.
♦ პუნქტი პირველი – დიზაინი
არსებობს ორ ფერიანი – ვარდისფერი და ნაცრისფერი. ვინაიდან, მე და ვარდისფერი ერთად ვერ ვთავსდებით და საუკუნეში ერთხელ მახსენდება, რომ რამდენიმე მაისური მაქვს ამ ფერი და ნაცრისფერი კიდევ პირიქით, ამოჩემებულივით მაქვს ყავისფერთან ერთად, ჩემი ტელეფონი ნაცრისფერია. ამბობენ, ვარდისფერი უფრო ლამაზი და ეფექტურიაო, ასე რომ ვისაც არაპრეტენზიულობა გახასიათებთ ფერთა შეხამებასთან დაკავშირებით, ვარფისფერიც მშვენიერია :))
კლავიატურას თავიდან ჩემი თაჩსქრინიანი სამსუნგის მერე ვერ მივეჩვიე. ასე ერთ კვირაში უკვე ისე დავნარნარებდი, ახლა საერთოდ აღარ მიჭირს. მითუმეტეს, qwerty-ა:
♦ პუნქტი მეორე, ბილაინი, როგორც ასეთი:
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გვინდოდა ბილაინი, არის ინტერნეტის ძალიან კარგი ტარიფი – ულიმიტო ინტერნეტი 7 ლარად, ერთთვიანი აქტივაციით. გარდა ამისა, 0 თეთრიანი (ზარის ღირებულება 5 თეთრი, მერე უფასო) სალაპარაკო ტარიფი. ეს ტელეფონი ინტერნეტზე კარგად არის გათვლილი, აპლიკაციებიც აქვს ბევრი (ერთი პრობლემა: ქართულს ვერ ფლობს მაინცდამაინც კარგად). ჩემი ამოჩემებული app-ი, ამინდის პროგნოზია- აჩვენებს გრადუსს, გრადუსის real feel-ს და მოსალოდნელ მინიმუმ-მაქსიმუმ ტემპერატურას.
პრობლემა ისაა, რომ ბილაინის დაფარვის ზონა ფრიად ჭედავს. თუ გინდა, რომ ცოცხალი დარჩე, აუცილებლად უნდა ატარო სხვა ოპერატორის ტელეფონიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ რომ სასწრაფოში დარეკო, შეიძლება გითხრას აბონენტს დროებით ვერ დაუკავშირდებითო. მესიჯებიც ძნელად მიდის/ მოდის. თუ არ გააუმჯობესებენ, თანაც დაუყოვნებლივ, ცუდი იქნება – ნერვებზე მოქმედებს ფრიად.
♦ პუნქტი მესამე, შესაძლებლობები:
რომ გითხრათ, ფოტოების ხარისხი ძალიან კარგია, ან კარგია მეთქი, მოგატყუებთ. აი მაგალითად:
თუმცა ძალიან ცუდიც არ ეთქმის.
დანარჩენი, ინტერნეტზე მორგებას, საყვარელ დიზაინს და ა.შ. სიკეთეებს თუ გავითვალისწინებთ, კარგია. რაც მთავარია, თუ რამეა და ბილაინის ტყვეობიდან დაღწევა მოგინდათ, ბლოკის მოხსნა შეიძლება.
მე და ჯეოსტარი
***
ნიჭიერის კასტინგებიდან რომ ვბრუნდებოდით, დადუ და კოლია გზის დასაწყისიდანვე მითანხმდებოდნენ, ხვალ მოდი სამსახურში და ანკეტები დავალაგოთ რაც ჩამოვიტანეთო. “ჩემი კონტრაქტი უკვე ვადაგასულია” მეთქი დავეჯღანე ორივეს და ჩავხტი მანქანაში :D რა თქმა უნდა, მეორე დღეს მივედი რუსთავი2-ში, დავიწყეთ ანკეტების დახარისხება. იმ განწყობით ვიყავი, რომ დაახლოებით იანვრამდე (თუ თბილისის კასტინგს არ ჩავთვლიდით) ვემშვიდობებოდი იქაურობას.
შუა შრომასა და გარჯაში რომ ვიყავით, გიორგი (ჩვენი მთლა უფროსი <3 :)) )შემოვიდა და საქმეს რომ მორჩები ჩემკენ გამოდიო მითხრა. ვიფიქრე, ჩემი შთაბეჭდილებები აინტერესებს კასტინგებიდან მეთქი (თან მოუსწრიათ ჩემი მტირალობის ამბების მოხსენება :D ) და შევაბიჯე გაბრწყინებულმა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა გაბრწყინებული გამოვედი კაბინეტიდან, როცა გავიგე, რომ ნიჭიერამდე ლოდინი და სხვა სამსახურის ძებნა არ იყო საჭირო…ზუსტად იქამდე, რამდენიმე დღით ადრე ვამბობდი – ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ვარ ამაზე და შარშან ნიჭიერი სანამ არ დაიწყო, ჩემით არც მიძებნია სამსახური, თავისით ჩნდებოდა ხოლმე რაღაც წვრილმანები.
რამდენიმე დღეში, რომ დავლაგდი კასტინგებიდან ჩამოსული და დავიწყე ფიქრი, საკმაოდ ბევრი სირთულე გამოჩნდა, დაწყების შემდეგ კიდევ უფრო მეტი…საბედნიეროდ, ყველა ასეთ სიტუაციას მეტ გამოცდილებად ვთვლი და მიუხედავად იმისა, რომ წუწუნით ტვინს ვჭამ, უკიდურესად გაბრაზებულიც კი ამაზე ვფიქრობ, რომ მომავალში ყველაფერი გამოსადეგია. თან, კაქტუსებიან მინდორზეც რომ ვიყო სარბენი, მიყვარს რასაც ვაკეთებ და კიდევ უფრო მიყვარს სადაც ვაკეთებ.
- ნიჭიერი იყო ახალი ხილი, დაწყებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო ინტერნეტში გავრცელება, რაც დაგეგმილი იყო.
- ფორმატია განსხვავებული და ისეთი, რომ განსაზღვრული აუდიტორია კი არა, ყვეელანაირი აუდიტორია უყურებს ნებისმიერი საკითხით დაინტერესებული.
- რეიტინგში 15-20%-ით არის განსხვავება ამ ორს შორის.
ჯეოსტარი მერვე წელია მიმდინარეობს. უკვე ჩვევაში გადაზრდილივით არის :D მართალი რომ ვთქვა, გულდასმით არც მიყურებია წინა სეზონები. რუსთავი2-ზე გადმოსვლის და პოპ აიდოლის ფორმატის ჩართვის მერე, კასტინგებს ვუყურებდი და მერე ვწყვეტდი ხშირ შემთხვევაში. წელს ბევრი სიახლეა,ახალი სისხლია, რაც კარგია. შესაბამისად, წინა წლებთან შედარებით რეიტინგმაც აიწია და გამოხმაურებაც უკეთესია. თანაც, ფინალისტები მართლა ძალიან ინდივიდუალურები და საინტერესოები არიან. მე გამარჯვებულების, ან ბოლო სამეულის გარდა, წინა სეზონებიდან არავინ მახსოვს.
- ამ მრავალწლიანი არსებობის გამო არსებობს უამრავი ფეიჯი რომლებიც წინა სეზონების დროს არის გახსნილი და ფეიჯები, რომლებიც 2011 წლის ჯეოსტარისთვისაა შექმნილი. ეს იმიტომ, რომ არ არსებობდა ერთი, ოფიციალური.
- აქვე: ჯეოსელი და თი ბი სი ბანკი რუსთავი2-თან ერთად ინაწილებენ პროექტის სადავეებს ხელებში. როგორც აღმოჩნდა, წელს ფეიჯის გააქტიურებისთვის ბევრი რამ ქონდათ დაგეგმილი ორივეს. მე TBC-სთან ვიქენ მივლინებული, რომლებსაც ასევე ფეიჯი უნდოდათ. ორივეს ერთდროულად გააქტიურება – კიდევ ერთი მიზეზი ხალხის გასაფანტად.anyway, რუსთავი2-ის და თიბისი ბანკის ერთობლივი ფეისბუქ გვერდი, სადაც მე ვპოსტავ პირდაპირი ეთერის დროს, ოფიციალური და იერთადერთი არის:
http://www.facebook.com/tbcgeostar
რთული იყო თავიდან თი ბი სისთან შეხვედრაზე მისვლა. არ მახსოვს ცხოვრების რომელ პერიოდში დამჩემდა საქმეებზე ლაპარაკის შიში, მაგრამ მართლა ძალიან ვნერვიულობდი. საბედნიეროდ, წასვლის წინ გიორგის ველაპარაკე და დამარიგა, გამამხნევა და ისეთი რამეები მითხრა, მეგონა მთას გადავდგამ ახლა მეთქი :D მთელი ამ ჩემი გასაჭირების დროს რომ არ ყოფილიყო ჩემ მხარეზე და არ მეგრძნო მხარდაჭერა, ყურადღება და ა.შ., ალბათ გავაფრენდი. მარტოს რომ მიწევდა წასვლა იმიტომ ავნერვიულდი, რომ პირველად ხდებოდა, როცა ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული.
მოკლედ, თი ბი სისთან შეხვედრის წინ საკმაოდ ბევრი ვიფიქრე, დავჯექი ერთ საღამოს და ბევრი იდეა ჩამოვყარე გვერდის სასარგებლოდ. მერე დავსხედით და განვიხილეთ ერთად. განსაკუთრებით ვღელავდი წინასაჯეოსტარე პროცესებზე და მინდოდა, რომ დაწყებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე ყველა აქტივობა დაწყებულიყო. სამწუხაროდ, იდეების უმრავლესობა ვერ განხორციელდა და რა იდეებზეა ლაპარაკი, ფეიჯი პირველ გადაცემაზე საერთოდ არ გვქონდა.
რაც შეეხება ბლოგს, geostar.ge, geostari.ge იყო დაკავებული, გადასახდელი და გათიშული. კავკაზუსსში რომ დავრეკეთ გადმოფორმებასთან დაკავშირებით, წესისამებრ გააფრთხილეს მფლობელები. ისინი დაფაცურდნენ და ერთის კიარა, მგონი 3 წლის ერთად გადაიხადეს. ავიღეთ TV დომენზე. შესაბამისად, იანვრამდე ბინა დავიდე იქ:
http://geostar.tv/
მირიანმა ეს:
გადააქცია ამად: Read the rest of this entry »
Scrubs
I can’t do this all on my own, no I know, I’m no Superman (c) http://www.youtube.com/watch?v=5tOG3v_pnqE
არასატელევიზიო ეთერით სერიალების ყურებას რომ ვერასდროს ვახერხებდი, ეს ხშირად მითქვამს. “გულის დადება” და სათითაო სერიის ლოდინიც მეზარებოდა და თან, კომპიუტერში ყურება ზოგადად არ მიყვარს. მქონდა რამდენიმე უშედეგო მცდელობა, gossip girl, მაგალითად. პირველი სეზონის ბოლომდე ძლივს მივედი და მერე ძალიან მომწყინდა.
ექიმი ჰაუსი ძალიან მიყვარს, მაგრამ არ მომსვლია თავში აზრად, რომ რუსთავი2-ზე კვირიდან კვირამდე ლოდინის მაგივრად, მეყურებინა ჩემთვის წყნარად. მოკლედ, ამხელა სენტიმენტალური შესავალი იმისთვის, რომ იგრძნოთ რა საოცრება მოხდა, როცა scrubs-ის 9 სეზონს ორ თვეში ვუყურე!
საერთოდ, მედიცინა ის საკითხია, რომელიც შორსაა ჩემგან და ისე ვერ ვიტან, რომ ყველანაირი მარტივი პროცედურაც და ექიმთან კონსულტაციაც კი, ჩემთვის სიკვტილის ტოლფასია. სისხლის, ჭრილობის, ხელსაწყოების დანახვაზე კიდევ უსიამოვნოდ მბურძგლავს და თვალს ვარიდებ (კი,თვალდახუჭული შევედი ცხვირის ოპერაციაზე). აქედან გამომდინარე, მიკვირს, რომ ამ თემატიკის სერიალებს ვწყალობ- “სასწრაფო” ბავშვობაში, მერე ჰაუსი, ახლა სქრაბსი… (გრეის ანატომიაც გაგახსენდებოდათ აქვე, მაგრამ უნდა ვთქვა, ამ სერიალმა ვერ დამაინტერესა დიდად). scrubs-ი განსხვავდება ყველა სხვა დანარჩენისგან იმით, რომ უფრო ადამიანურ ურთიერთობებზეა, ვიდრე მედიცინაზე და ძალიან მომწონს. თან სახალისოა და ისე ვუყურებდი, რომ თვალის დაუხამხამებლად თითო სეზონის ყურება შემეძლო დღეში.
პირველი სეზონის 2001 წელს იყო. ბოლო 2010-ის არის, მაგრამ ძირითადად ახალი მსახიოებებით დაკომპლექტებული და დიდად ვერ შევეგუე. მერვე სეზონის ბოლო სერია დავასახელე დასასრულად :D სამაგიეროდ, რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ ვუყურებ პირველ 8 სეზონს, თუ ახალ სერიებთან ისევ ისეთი დამოკიდებულება მექნება.
მთავარ გმირებზე, რამდენიმე სიტყვით:
JD – he’s cute. really cute და კარგი წარმოსახვის უნარი აქვს:)) ჯეიდის Daydream-ებით კარგად არის გაჯერებული სერიები და ძალიან სახალისოა. (btw, ჩემს daydream-ებზეც გამოვიდოდა მშვენიერი სერიალი)
turk- ჯეიდის საუკეთესო მეგობარი. მათი ურთიერთობა ცალკე თემაა და ძალიან ძალიან საყვარელი(რანაირი სიტყვაა ეს ამ კონტექსტში, მაგრამ ასეთია, iSwear)
carla- ოო, კარლა ხშირად ამბობს/აკეთებს/ფიქრობს ისეთ რამეებს, რასაც მე. carla-ს და turk-ის მთელ relationship-ს საკუთარივით ვუფრთხილდებოდი, როცა ცოტათი მაინც ეძაბებოდათ ურთიერთობა, ისეთ ცუდ ხასიათზე ვდგებოდი, დანა პირს არ მიხსნიდა:D
dr.cox- კოქსი ის არის, რაც ექიმ ჰაუსში ჰაუსი. აქვე, მოდი თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ კოქსი უფრო ადრე არსებობდა :D აქვს მონოლოგები, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით ამბობს (და ძირითადად ვინმეს “გასანადგურებლადაა” მიმართული) და ეს, უბრალოდ უნდა ნახოთ:))
(ნუ, მთლად მხოლოდ ასეთი მხიარულებაც არ არის ყოველთვის.)
და საერთოდაც, ასე ორ სიტყვაში და ერთ პოსტში, ვერ ვხსნი ძალიან ბევრ დეტალს.
მოკლედ, აი ტორენტის ლინკი, სადაც ცხრავე სეზონია და იმ შემთხვევაში, თუ ყურებას გადაწყვეტთ, საძებნი რომ არ გქონდეთ სათითაოდ, დააბუქმარქეთ: http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3084234 . ვისაც ნანახი გაქვთ, მაგრძნობინეთ, რომ მე მარტო არ ვარ ამ აღფრთოვანებაში :D
ახლა, თუ დრო მაქვს, თითო-თითო საყვარელ სერიებს ვნახულობ ხოლმე, მაგრამ ძირითადად ზამთარს ველოდები- მეორედ უნდა ჩავუჯდეთ <3
“ნიჭიერი”-ს ზაფხული, Part 2
“ნიჭიერი”-ს მოგზაურობა კახეთიდან დაიწყო, 5 ივლისს. განრიგის დასაწყისში, დღეები ჩემი გამოცდების დღეების მიხედვით შევადგინეთ. ეს იმას ნიშნავდა, რომ გამოცდა არ ემთხვეოდა ქასთინგის დღეს, მაგრამ სამაგიეროდ იმასაც ნიშნავდა, რომ ქსეროქსებით და სტრესის ქვეშ უნდა მევლო ის დღეები. დრო ძალიან ცოტა მქონდა ისედაც და მოკლედ რომ ვთქვათ, გამიჭირდა ყველაფრის შეთავსება. 5-შიც გამოცდის შემდეგ წავედი და შევუერთდი დანარჩენებს.
პირველი გაჩერება:
სასტუმრო “რჩეული მარანი”, თელავი
განსაკუთრებული დამახასიათებელი: reception ქართულად ნათარგმნი იყო როგორც “რეცეფცია” oO
ჩვენი (ჯექსონების) ოთახი ყველაზე იდეალური იყო ასემგონია :D
მოკლედ, დავცხოვრდით მშვიდად და ბედნიერად, დავლაგდით და მეორე დღისთვის დღეებიც განაწილდა- ჩვენი ჯგუფი ყვარელში მიდიოდა.გამიხარდა პირველი სამუშაო დღე რომ მშობლიურ გარემოში მექნებოდა:))
თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი, მეგონა ნომრები მერე უნდა მიმეკრა კონკურსანტებისთვის, მეგონა ანკეტები ჩვენთან რჩებოდა და ა.შ. მოთმინებით მოეკიდნენ, მასწავლეს და დავმშვიდდი :D
ქასთინგის ადგილზე მისვლისას ჩვენი მისია შემდეგნაირია:
- გადმოვდივართ მანქანიდან, ხელცარიელები. ამ დროს, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ხალხის კორიდორში “ვანო?სოფო?გეგა?სად არიან?” მოგვესმას და არც ის, რომ სავსე დარბაზი დაგხვდეს მიუხედავად იმისა, რომ პრომოში არავინ აცხადებს მაყურებლის დასწრება რომ შეიძლება, ჟიური რომ იქნება და მიუხედავად იმისა, რომ მესამე წელია პრექასთინგი ტარდება. ძალიან უხერხული მომენტია ხოლმე როცა არც სოფო ხარ, არც გეგა და არც ვანო (და ზოგჯერ ნიკა-მაია), მაგრამ გაგებით ეკიდებიან და თხოვნის შემდეგ ტოვებენ დარბაზს.
- მერე, პირველ რიგში, ვხვდებით იქაურ უფროსობას, კულტურის სახლის ხელმძღვანელობას მაგალითად. ვეუბნებით რა გვჭირდება (მაგიდები და სკამები) და მერე გადმოგვაქვს მანქანიდან მძიმე არტილერია- ნიჭიერის ბანერი, მუსიკალური ცენტრი (თუ იქ აპარატურა არ არსებობს), ანკეტები, კამერები და ა.შ.
- თუ ცოტა კონკურსანტია, მარტო ვუმკლავდები რეგისტრაციას- ავსებენ ანკეტებს, ვაკრავ ნომრებს. სანამ რეგისტრაცია არ დამთავრდება, იშვიათი ფორსმაჟორული სიტუაციების გარდა, ქასთინგი არ იწყება.
ანკეტების შევსებისას ბევრი ყურადღებაა საჭირო. ზოგი კითხვას ვერ იგებს, ზოგი ტელეფონის ნომრის მაგივრად იმ ნომერს წერს, რაც ზედ აკვრია. თან, როგორც წესი, ძალიან ნერვიულობენ ხოლმე. ამიტომ, გულმოდგინედ მივდიოდი სათითაოდ ყველასთან, ვუხსნიდი სად რა უნდა დაეწერათ, პატარები ნომრის მიკვრისას რომ გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ, იმათ ვეუბნებოდი ნახე შენს კაბას როგორ უხდება ეს სტიკერი მეთქი :D ზოგს მანიკურზე, ზოგს კი კალიგრაფიაზე ვეუბნებოდი კომპლიმენტებს. მოკლედ, როგორც შემეძლო ვუხსნიდი ნერვიულობას. არ ვიცი გამომდიოდა, თუ არა, მაგრამ ხომ ვეცადე…კარგია, რომ ამის ნერვები ბოლო ქასთინგამდე გამყვა.
***
(ყვარლის ყველა კონკურსანტის ნახვის შემდეგ, მე ბებოებთან და პაპებთან მიმიყვანეს სახლებში. საღამოს მომაკითხეს და წავედით თელავში ისევ:))
მეორე დღეს, წინა პოსტში ხსენებული სიღნაღის დრო დადგა. ისე, მე იმ იშვიათთაგანი ვარ, ვისაც ახალგარემონტებული სიღნაღი არ უნახავს და მინდოდა დათვალიერება, მაგრამ მანქანიდან რასაც ვხედავდით, ის იყო ჩვენი თვალიერება. გადაღებულ სურათებს რომ დავაკვირდი, ყველა მანქანის ფანჯრების ხედით არის :D
სიღნაღში უკვე მთელი ერთი დღის გამოცდილებით ვიყავი და აღარ გამიჭირდა. სამაგიეროდ, ქასთინგის დროს შეფასებებში და კონკურსანტთან ურთიერთობის გამოცდილება მეწყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იქ პრინციპში არაფერი წყდება (და მითუმეტეს, პროდიუსერი მე არ ვარ) მაინც ფიქრობ როგორ დამონტაჟდება, რაში გამოგადგება, თუ არ გამოგადგება ეს კონკურსანტი. ამაზე თუ არ იფიქრე და მარტო მოსმენით დაკავდი, შეიძლება 3-4 მონაწილის შემდეგ გამოიქცე :D
არის შემთხვევა, როცა პირველივე წამიდან ხვდები, რომ ეს არ უნდა ნახო და განსაკუთრებით მაშინ იწელება ხოლმე 5-6 წუთიანი სიმღერით რომ მოდიან. მონოტონურად მღერიან, მღერიან, მღერიან… ეს ის მომენტია, როცა იცი რატომ გამოდის მარინა ბერიძე წყობილებიდან, რატომ შეიქმნა Britain’s got talent-ში წითელი ღილაკი და როგორ გჭირდება ის ახლა!
თან იქ არანაირ ემოციას არ იმჩნევ- ბატონი 420-დან ინდური ვოკალით არიას ასრულებენ, თუ მიკროფონის მაგივრად მუშტი უჭირავთ, ისეთი სახე უნდა მიიღო, თითქოს წეღან გაიკეთე ბოტოქსი და მიმიკები არ გეტყობა.
ასეთ დროს, ზემოთ ნაჩვენები თეთრი ფურცლები საუკეთესო გამოგონება იყო ჩემი მხრიდან. დადუმაც რომ დაამუღამა მთლად ავშენდით:
გარდა ამისა, კარგად გამოსადეგი იყო გაბრაზების შემდეგ შემოსარიგებლად:
კახეთის შემდეგ ქართლის შემოგარენის შემოვლა უფრო ადვილად მოხდა იმიტომ, რომ სახლიდან გავდიოდით დილით და სახლში მოვდიოდით. მარნეული, წალკა, მცხეთა და დუშეთი გხვდა ჩვენ წილად:))
მართალი რომ ვთქვა, ქართლ-კახეთისგან მეტ კონკურსანტს და მეტ ჟანრს ველოდებოდი, მაგრამ დასავლეთი უფრო აქტიური და ხალხმრავალი აღმოჩნდა. თუმცა, ამაზე შემდეგ პოსტში <3
New
ჩემი განბლოგების ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი (აწ უკვე ყოფილი) კომპიუტერიც იყო. რამდენიმე თვის წინ, სერიოზულ კრიზისში ჩავარდა- A კლავიში მწყობრიდან გამოვიდა ორ წლიანი თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ. გარდა ამისა, ისე ცხელდებოდა, რომ მაგიდაზე რომ მედო, მაგიდის ზედაპირი + მის ქვეშ მდებარე უჯრაში არსებული წიგნები და რვეულები აალების საფრთხის წინაშე იდგნენ. ელემენტი ხან მუშაობდა, ხან არა. ხმის მოსმენაც, ყურსასმენების გარეშე, ასეც კი შეუძლებელი იყო:

მოკლედ, კარგი არაფერი სჭირდა ჩემს hp550-ს. ბევრჯერ ვცადეთ გაკეთება, მაგრამ ბოლო მცდელობა განგრენით დასრულდა და A-მ Q, 1, 2, 1 და სხვა კლავიშები ჩაიყოლა. ა-ს კიდევ ჯანდაბას, დაწერ ctrl+v-თი და ეს უკანასკნელი ისე გადამივიდა ჩვევაში, რომ ძლივს გადავეჩვიე…მაგრამ ამდენი უკვე მეტისმეტი იყო! თან ორი წელი და ცოტა მომბეზრდა კიდეც, თორემ განახლება შეიძლებოდა პრინციპში…
რამდენიმე თვის წინაც მქონდა მცდელობა ლეპტოპის ყიდვისა, მაგრამ ერთდღიანი ძებნის შემდეგ გადავიფიქრე. ახლა კიდევ გადადებასაც აღარ ექვემდებარებოდა ეს ამბავი და ტადაამ:
ჩემი წინასწარი სურვილები იყო:
კლავიატურის მაქსიმალური დაცულობა მტვრისგან ✓
არა პრიალა იმიტომ, რომ მართალია კარგად გამოიყურება, მაგრამ ნათითურები ადვილად ეტყობა -
არავითარი რუსული ასოები დატანებული კლავიატურაზე -
ტევადობა ✓
კარგი გამოყურებადობა ✓
სიმსუბუქე ✓
დიიდხანს ვეძებეთ რამდენიმე მაღაზიაში. რამდენიმე “კინაღამ ვიყიდე” შემთხვევაც იყო, მაგრამ ბოლოს
“თბილისი ცენტრალი”-ს სავაჭრო ცენტრში მდებარე go electronics-ში მივაგენი (საკმაოდ ნორმალურ ფასად). მე არც დიად პროგრამებს ვიყენებ და არც გეიმერი ვარ. ჩემს მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებს იმის მიუხედავად, რომ პრიალებს…სამაგიეროდ ყავისფერ ტონშია და ლამაზია :D
მოკლედ, თავო ჩემო, შენ იცი და შენმა ლეპტოპმა…
“ნიჭიერი”-ს ზაფხული,Part 1
რამდენიმე დღის წინ, 8 აგვისტოს დავბრუნდით ქასთინგებიდან თბილისში. რომ მივდიოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყოველ დღე თუ არა, ორ-სამ დღეში ერთხელ მაინც მოვახერხებდი პოსტების წერას, მაგრამ საამისოდ დრო ნამდვილად ვერ გამოვნახე. ამიტომ, რამდენიმე პოსტად მოვყვები კახეთიდან აჭარამდე “ნიჭიერი”-ს მოგზაურობის ამბებს.
პრექასთინგები ერთ-ერთი მთავარი ეტაპია შოუსთვის. რეგიონებში სიარულს და ამხელა გზის გავლას რაც შეეხება, ეს იმისთვის, რომ ვიღაც, მაგალითად, მაღალმთიან აჭარაში რომ ცხოვრობს, არ მოუწიოს თბილისში ჩამოსვლა წინა შესარჩევ ეტაპზეც.
აქ მოსული მონაწილეები გადიან რეგისტრაციას, ავსებენ ანკეტებს,გვაჩვენებენ ნომერს, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივი (არსებობს არაჩვეულებრივიც) ვიდეო კამერით ვიღებთ და შემდეგ თბილისში მოგვაქვს. “თქვენ გაქვთ 3 კი, 6არა, 76მგონი და 21 რავიცი” პასუხები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ერთი: “დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაგირეკავთ სექტემბრის ბოლოს მითითებული ნომრებზე” და გულითადი ღიმილი. რა თქმა უნდა, არის შემთხვევა, როცა ზუსტად იცი, რომ არ გამოდგება მთავარ ქასთინგებზე გასაგზავნად, მაგრამ იმ მომენტში კონკრეტული პასუხი გამორიცხულ არს.
მოკლედ, ქვეყნის ყველაზე ნიჭიერების პოვნის მისიის შესასრულებლად სულ ცხრანი წავედით და სამ ჯგუფად დავიყავით. ძალიან გახარებული ვიყავი თათუკამ როცა მითხრა, რომ ამ ცხრაეულში შევედი. ჯგუფში დავკომპლექტდი ჩოხასთან და დადუსთან ერთად. ჰოდა, მოყოლას ბარემ ამათგან დავიწყებ. ბოლოსდაბოლოს, მთელი 5000 კილომეტრი ერთად გავიარეთ ჩვენი H1-ით, რომელიც ისეთი კომფორტულია, რომ მოხერხებულად ძილსაც მოახერხებ. მითუმეტეს, თუ მთელი სავარძლები შენი საკუთრებაა:D
დადუ პროდიუსერია, მოფერებით- დიიდი პროდიუსერი. ჰობი, გატაცება, ძირითადი საქმიანობა, ცხოვრების აზრი და ა.შ. ტელეფონია! ალბათ იმდენ დროს საკუთარ თავთანაც არ ატარებს, რამდენსაც ტელეფონთან. (ტელეფონის გარდა, ქასთინგის დანიშნულების ადგილზე მანქანიდან გრანდიოზული გადმოსვლა, ჩქარი ნაბიჯით, ძალიან საქმიანი იერით მისვლაც ასეთივე წარმატებით უყვარს.)ერთადერთი გამართლება ჩემი და ჩოხას ნერვების წინაშე ის არის, რომ ბევრ საქმეს ადგილზე არ ყოფნის გამო მისი საშუალებით აგვარებდა, მაგრამ მაინც უკმაყოფილოები ვიყავით, როცა სიმღერის მოსმენისას 4-5ჯერ გვიწევდა ხმის ჩაწევა :)) ისე, სიმღერაზე გამახსენდა და შეხმატკბილებული ტრიო კი ვართ. ხოლოდ საქმეს არ ვგულისხმობ, შეხმატკბილება პირდაპირი გაგებით გვქონდა- მაგალითად, “თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კამფეტები ცვიოდა”-საც კი ხმებში ვშლიდით!
მუშაობის დროს, ხშირად გვიკამათია მონაწილის შეფასებისას. ხან ის იყო მართალი, ხან მე. ვერაფრით დავარწმუნე, რომ მაილი საირუსი, იგივე ჰანა მონტანა ძალიან პოპულარულია და მისი სიმღერით მოსულები, სასაცილოც რომ იყოს, ხელიდან არ უნდა გაუშვას იმიტომ, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვება. ამაზე მითხრა შენ მარტო ინტერნეტით მსჯელობო და მთელი თვე მაბრაზებდა.
სამაგიეროდ, ვაღიარებ, რომ აასგზის დასაგმობი ვიყავი სიღნაღში ერთ შემთხვევაზე. პრინციპში, მეორე დღე იყო ჩემი ქასთინგების და უფრო გამოუცდელობისგან მომივიდა :თავსვიმართლებ: მოვიდა თინეიჯერი გოგო ქასთინგზე, რომელიც აგერ უკვე მესამე წელია ცდილობს მოხვდეს ნიჭიერში. ძალიან ცდილობდა, ძალიან უნდოდა, უყვარს პროექტი და დღე და ღამე ამაზე ოცნებობს აშკარად. მთელი მონდომებით მღეროდა, ცეკვავდა და ა.შ. საშინელი ინგლისურით და პრინციპში, ბევრი დეტონაციით. ისეთი გულღია, საყვარელი და მონდომებული იყო, რომ ვერ მოვითმინე და რაღაც რჩევები მივეცი სიმღერის არჩევანთან და ინგლისურთან დაკავშირებით. რომ გავიდა, დადუმ გაფართოებული თვალებით შემომხედა- აშკარად funny და სა-no block-ე მასალა იყო, რომელსაც საფრთხე შევუქმენი :D
***
ჩოხა ყველაზე უწყინარია ჩვენ სამს შორის:)) რომ დავუძახებდით ხოლმე სახელს, უცხოების რეაქცია: “უი, ეს ის ჩოხაა?”. კი, ეს ის ჩოხაა იღბლიან ბორბალში დუტა რომ ეძახის ხოლმე, ეს ის ჩოხაა ნიჭიერში რაც კი რამე დეკორაციას მოუყვანიხართ აღფრთოვანებაში, მისი შემოქმედება რომაა და ეს ის ჩოხაა, რომელსაც სინამდვილეში ირაკლი ჰქვია, მაგრამ ჩვენთან არავინ ეძახის ასე :D
ოფიციალურად გადაბარებული ჰქონდა ფოლკლორის მოყვარული მონაწილეები თავისი 20 წლიანი გუნდში სიმღერის გამოცდილების გამო. ფოლკლორის გარდა, სადაც ჩავედით იქაური კილოს ფლობაც მის კომპეტენციაში შედიოდა. კახურ კილოიანი ” შენ კი გენაცვალე შენა” საერთოდ მთელი მოგზაურობის ფრაზად იქცა, მაგრამ მე მაინც იმ ლექსს გამოვარჩევდი, სამეგრელოს ქასთინგებისას რომ გაახსენდა:
(იკითხება ყველაზე მწვავე მეგრული აქცენტით)
“ვინ თქვა შენზე სოფელიო
არა, არა, ნწუ
შენ პატარა ლ’ონდონი ხარ
ჩემო ჩხოროწყუ!”
ჩვენ სამნი- მე, გვანცა და თამუნა, მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე ვიყავით ქასთინგების ჯგუფებში, ერთად ვცხოვრობდით სასტუმროებში და შესაბამისად, უფრო შევეჩვიეთ ერთმანეთს. ჩვენს ოთახს “ჯექსონების ოთახი” ერქვა. იმის გამო არა, რომ მე თავთან მაიკლის სურათი მედო – იმიტომ, რომ სამივეს ცხვირის ოპერაცია გვაქვს გაკეთებული და ამათ მეტი რა უნდოდათ, დაგვარქვეს:))) ძილის წინ, როგორც წესი, გრძელვადიანი საუბრები ყველაფერზე, რასაც ბათუმში ნამცხვრის მირთმევა დაემატა. პრინციპში, ეს ერთადერთი ნათელი წერტილი იყო დამღლელი დღის შემდეგ. დაღლას თან ერთვოდა ცუდი ამინდი, რომელიც მაინცდამაინც იმ დროს იყო, როცა ქასთინგებიდან და ქასთინგების After party (*)-ებიდან შედარებით ადრე ვბრუნდებოდით.
რატომღაც, ბიჭებმა ერთბაშად მოგვაწებეს წუწუნების და მტირალების სტატუსები. თვითონ რომ რამეს დაიწუნებდნენ, ეს სავსებით ნორმალური მოვლენა იყო. ჩვენ კიდევ, უმარილო შემწვარ კარტოფილს რომ მოგვიტანდნენ რესტორანში, პრეტენზიის გამოთქმისთანავე საოცარი ერთსულოვნებით შეგვახსენებდნენ ხოლმე, რომ ჩვენზე უჟმური დედამიწაზე არავინ დაიარება :D
ისე კიდევ, ჩვენ რომ არა, მათ ბევრი რამ დააკლდებოდათ. მათ შორის ეს ტაშტი, რომელიც ბათუმის მასშტაბით დიდხანს ვეძებეთ და მერე ზარზეიმით შევიტანეთ სასტუმრო “მარინა”-ში.
ასევე, ლაშას მოაკლდებოდა რუჯის მიმღები საზოგადოების ბილეთი იმიტომ, რომ დანარჩენ მამრებს საერთოდ არ აინტერესებდათ მზე და ეს ოსტატურად იყენებდა გვანცას და თამუნას ზღვაზე წასვლებს (მე ხშირად ვერ გავდიოდი მზეზე და თუ გავდიოდი, თავზე სკაფანდრი მეფარა, რომ ცხვირი არ მომძვრომოდა :D ). ლაშასთან ერთად, ჩვენი ნაკლებად მწვალებლების რიგებში იყვნენ ბაჩოც და ზაზაც, თუმცა ამ ორიდან ბაჩო ნაკლებად საიმედო იყო იმიტომ, რომ თავის ოჯახის მიზეზით წასვლის სურვილს ჩვენ გვაბრალებდა ხოლმე:D ზაზას რაც შეეხება, მე მგონი საჭისთვის კი არა, თევზაობისთვისაა შექმნილი. ქუთაისში ყოველ დილას მოჰქონდა თევზი…
ნუ,ასე ტრაგიკულადაც არ იყო საქმე, მაგრამ ზემოთხსენებული “After Party” გვღლიდა ყველაზე მეტად. არადა, გარკვეულწილად, როგორც დადუმ ამიხსნა, ესეც ჩვენი სამსახურის ნაწილი იყო იმიტომ, რომ სადაც ჩავიდოდით, თითქმის ყველას უნდოდა გაგვმასპინძლებოდა და ძალიან უხერხული იყო არ დავრჩენილიყავით. დარჩენაზე პრეტენზია არც მქონია, პირიქით, სასიამოვნოა. უბრალოდ, მერე რომ გაუგრძელდებოდათ და გაურკვეველი წარმოშობის სადღეგრძელოებს ამბობდნენ ფასკუნჯზე, რომელსაც ყელზე მარგალიტის მძივი ეკეთა, მონადირემ ესროლა, მძივში მოხვდა და მარგალიტები დაიბნა (აი აქედან უკვე მარგალიტების დაბზნევის რაოდენობა პირდაპირპროპორციული იყო იმისა, თუ რამდენი ქალი იჯდა მაგიდასთან), ცოტა გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქნებოდა ხოლმე.
ბოლოსკენ წავიდეთ და ტკბილი (მოტკბილო) ლუკმა შემოვინახოთ- მეორე დიდი პროდიუსერი, გიორგი, მაგრამ ჩვენთვის კოლია. მწარე იუმორი აქვს, რომელიც თუ ცუდ ხასიათზე და დაღლილი ხარ, ცუდად მოქმედებს :D ამიტომ, ერთხელაც მოახერხა და მეც, თამუნაც და გვანცაც ერთბაშად გვატირა:)) საყვარელი მოქმედება იყო, როცა ადრე მორჩებოდა ქასთინგს, მერე სხვა ჯგუფებთან მიდიოდა და ცოცხავდა: ეს ანკეტები არეულია, კამერას განათება ცუდად ურტყამს, ნუ გეზარებათ- ადექით და ისე გადაიღეთ, ფოტო ბანერთან გადაუღეთ და ა.შ. ჰოდა ასეთ დროს კარგი პასუხი მქონდა- ჩემი უფროსი დადუა და ის მეჩხუბოს თუ კაია მეთქი. დადუ როცა მაბრაზებდა, იმას ვეუბნებოდი შენ ჩემი უფროსი არ ხარ, ჩემი მბრძანებელი გიორგია ხაბურზანია მეთქი :D
აქვე, არ შემიძლია არ გავიხსენო კოლიას მოფიქრებული ერთი იდეა… ერთ მშვენიერ ღამეს, როცა ძალიან მშვიდად გვეძინა ჩვენს ოთახში, უცებ კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა. იქამდე, ძილში მესმოდა, რომ რაღაც სიგნალი ისმოდა დროგამოშვებით, მაგრამ ძალიან მეძინებოდა საიმისოდ, რომ გამერკვია რა ხდებოდა. ბრახუნზე მაშინვე გაგვეღვიძა, მივვარდით კართან და გავძახეთ რა ხდებაო. ამ დროს, კოლიას შეშფოთებული, ოდნავ ბრაზიანი და სრულიად სერიოზული ხმა ისმის- რა არის, არ გესმით რა ხდება? გამოდით დროზე, ხანძარიაო. ერთი წუთით არ შეგვპარვია ეჭვი, სასწრაფოდ გადავიცვით ტანსაცმელი და გულგახეთქილები გავიქეცით გარეთ. მე პირველი გავედი (შორტი ახლოს მეგდო :D ), ხელი ჩამკიდა და გარეთ მიმარბენინებდა. ის გამიკვირდა, რომ ხალხი არ იყო საერთოდ და ამაზე პასუხიც ქონდა- უკვე ყველა გავიდაო. მოკლედ, ის ის იყო პანიკა გვეწყებოდა, ლაშა გამობანცალდა და რა ხდებაო იკითხა. ამაზე გაეცინათ “ორგანიზატორებს” და ჩვენ ჯიჯღინით და ჩხუბით შემოვედით ოთახებში. ოღონდ, მართლა ძალიან შეგვეშინდა და ისე, რომ ორი დღე ეცინებოდათ ჩვენს დაბნეულ სიფათებზე. მაგათ კიარა, ჩვენ აგვიტყდა სიცილი რომ დავწყნარდით :D მერე გვეუბნებოდნენ, ეს სასწავლო განგაში იყო და კიდევ გვექნება წრთვნებიო. ჩოხამ ასე დაგვარიგა: როგორც კი ბრახუნს გაიგებთ, ხანძრის დროს შედიხართ ვანაში, ასველებთ პირსახოცს, ან ზეწარს. მერე შემოიხვევთ ისე, რომ მარტო თვალები გიჩანდეთ და მერე ხოხვით გამოდიხართ კარშიო. კიდევ კარგი დაეზარათ მეორე განგაშის მოწყობა, თორემ რა იხოხებდა…
მოკლედ, ასე ვერთობოდით (შეძლებისდაგვარად), ვკამათობდით, ვტიროდით, ვიცინოდით და ვქასთინგობდით. მაინც სხვანაირად ახლოვდები, როცა მთელი თვის მანძილზე ერთად ცხოვრობთ, ჭამთ, სვამთ… ამ ჩვენი თავგადასავლების მერე, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილის მოყოლას ვახერხებ ახლა პოსტებში, უფრო დავრწმუნდი, რომ “ნიჭიერი”-ს გუნდი რუსთავი2-ში საუკეთესოა (არა მხოლოდ პროფესიული კუთხით, i mean)<3
ამ ნაწილს აქ დავამთავრებ და შემდეგ პოსტებში მოვყვები საკუთარ გამოცდილებას მონაწილეებთან დაკავშირებით, რეგიონების მიხედვით შთაბეჭდილებებს და გზადაგზა რაც გამახსენდება, იმ ყველაფერს…
მიხარია, რომ დავბრუნდი:)
“ნიჭიერი”–ს ზაფხული
დაახლოებით ერთი თვეა “ჩემოდნებზე ვზივარ” და “ნიჭიერი”-ს პრექასთინგებზე დავდივარ მთელ საქართველოში. ბევრი შთაბეჭდილება მაქვს, ბეევრი ახალი გამოცდილებებიც და რომ არა უდროობა, ძალიან ვრცელ პოსტებს დავწერდი, მაგრამ ახლაც ჩემოდანთან ერთად ვზივარ და ერთად ველოდებით როდის წაგვიყვანენ ქუთაისში . აღმოსავლეთ საქართველოს მოვლის შემდეგ დასავლეთში ვინაცვლებთ და ყველაზე ვრცელი, 2 კვირიანი გადაბმული მივლინება იქნება ეს…
როგორც კი დროს ვიხელთებ, ნელ-ნელა და ნაწილ-ნაწილ დავწერ მთელი ამ მოგზაურობის ამბებს <3







































